გამრჯობათნინო 25წლის (ქალიშვილი)იმედია დამეხმარები... | ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია

კატეგორია - ფსიქონევროლოგია

commerce
29-09-2017

გამრჯობათნინო 25წლის (ქალიშვილი)იმედია დამეხმარებით პრობლემის მოგვარებაში, დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია მაწუხებს მეტეორიზმი მუცლი საგრძნობლად მაქვს შებერილი წინ წაწეული და დაჭიმული გაზებზე ფაქტიურად ვერ გავდივარ. მივიღე არკოგაზი, ნახშირი , ესპუმისანი ასევე 5 დღეა ვიღებ მეზიმფორტეს მაგრამ შედეგი მაინც და მაინც არ მაქვს. ტკივილები არ მაქვს, არც ღებინების შეგრძნება არც სიცხე მხოლოდ მუცელი მაქვს შებერილი და დისკომფარტს მიქმნის.2016წლის მარტში გავიკეთე ლაპარასკოპიით აპენდექტომია და ერთი თვის შემდეგ ისევ დამეწყო ტკივილები ანალოგიურად მუცლის მარხენა ქვემო კვადრატში, მოკლედ ერთი წელი წინდა უკან ხეტიალში გავატარე ექიმებთნ, გავიკეთე რამდენჯერმე ექოსკოპია, ჩავყლაპე ზონდი გამოვეკვლიე ჩიყვზე მოკლედ არსად არაფერი ბოლოსს ნერვოლოგთან ვიზიტის შედეგად აღმოჩნდა რომ ოპერაციისას შეეხნენ ნერვს და აქედან გამომდინარეობდა ეს ტკივილები, ხო მანდაც გადამიღეს რენდგენი ორ ფაზაში რენდგენმაც დაზიანება არ აჩვენა. დღემდე მაწუხებს ეს ტკივილები განსაკუთრებით მეტეორიზმისას. შესაძლებელია ამას კავშირი ჰქონდეს დღევანდელ პრობლემასთან?ასევე მაქვს შფოთები,შიშები რო რაღაც მჭირს და ვერ ხვდებიან სუ მინდა გამოკვლებებზე ვიარო და ასე შემდეგ ფაქტიურად ნერვოზი მაქვს.ეს მეტეორიზმი შესაძლებელია რომ მისგან მომდინარეობდეს ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი იყოს? ან რამე ორგანული დაზიანება? ძირითადი ჩივილები რაც მაქვს არის შებერილობა მუცლის დაჭიმულობა და შეკრულობისკენ მიდრეკილება, ზოგჯერ სანთელიც მჭირდება. მაგრამ ამ მეტეორიზმის ფონზე არ მაქვს შეკრულობა გავდივარ ნაწილ ნაწილ და ბოლომდე ვერ ვიცლები.გთხოვთ მითხრათ როგორ მოვიქცე რა მივიღო ასეთი მეტეორიზმის დროს.უკვე ექიმის ნახვის სურვილი აღარ მაქვს იმედია თქვენ დამეხმარებითმადლობა

პასუხი
- განაგრძეთ ფერმენტის მიღება და დაიწყეთ ასევე ლინექსი - თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში (უნდა სვათ ხანდრძლივად, 1 თვე მაინც), ყოველდღიურ რაციონში შეტანეთ შავი ქლიავის ჩირი და პური "მარგი" ან "მარგის მიუსლი" - იყიდება სუპერმარკეტებში. თუ ამ ყველაფრის ფონზე უკეთესობას არ იგრძნობთ, მაშინ უნდა გაკეთდეს ირიგოსკოპია და გამოირიცხოს მეგაკოლონი, რომელსაც შესაძლოა ნევროგენული მიზეზებიც ჰქონდეს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად