ბატონო ალეკო მინდა რჩევა გკიტხოთ ,მოკლედ 2წელია ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

27-09-2017

- ბატონო ალეკო მინდა რჩევა გკიტხოთ ,მოკლედ 2წელია რაც შევუღლდით არ გვყავს შვილი ვიმკურნალეთ ჩავიტარეთ გამოკვლევები მეუღლესთან რიგზეა ყველაფერი ფოლეკულა თავის დროზე სკდება და ასე შემდეგ გინეკოლოგმა ყველაფერი რიგზეაო ,მე ჩავიტარე გამოკვლევები და სპერმოგრამა არ იყო კარგი,შჰემდეგ მივმართე უროლოგს ...მან ახლიდან მოითხოვა სპერმოგრამა და სხვა ანალიზები ასევე ეხოსკოპია 2ნაერი ექოსკოპია მარცხენა და მარჯვენა სათესლე პარკში ფიქსირდება ვენების დილეტაცია ამით დაადგინა რომ ვარიკოცელეაო,მაგრამ ანალიზების პასუხებიდან გამომდინარე ანთება გაქვსო 1ტვე ვსვავდი ლეიკოციტები დაიწია მერე სტიმულაცია სჭირდეაბაო 1თვე ვსვავდი ,საბოლოდ ეს შედეგი მივიგე სპერმოგრამის .(ევაკულატის მოცულობა 8.0(ფერი მონაცისფრო(გათხიერების დრო 30წთ(წებოვნება 0.3(სიმღვრიე მღვრიე(სუნი სპეციფიური(PH 8.0(სპერმატ რ-ბა 1მლ-ში 21მლნ(სპერმატ რ-ბა მთელ ეაკულატში168მლნ(ცოცხალი სპერმატ რ-ბა 78%(მკვდარი სპერმატ რ-ბა22%..მორფოლოგია(ნორმოკინეზისი 36%(ჰიპოკინეზისი 12%(დისკინეზისი23%(აკინეზისი 29%....დიფერენციალური სპერმოგრამა(ნორმალური ფორმის სპერმატოზ დიდი რაოდენობით(ახალგაზრდა და მოხუცი ფორმები 12%(თავის პათოლოგია 5%(სპერმატოზოგენის უჯრედები 0-1მხ.არეში(ლეციტინის მარცვლები საშუალო რაოდენობით(ლეიკოციტები 8-11მხ.არეში(ბაქტერიები საშუალო რაოდენობით(ლორწო მცირე რაოდენობით(ფარისი ნაყოფიიერების ინდექსი 131... მხოლოდ ვარიკოცელე უშლის ხელს სპერმოგრამას?ტუ არის კიდევ ისეტი ცვლილება რომელიც სამკურნალოა ისევ?

პასუხი
-ვარიკოცელე ერთერთი ხშირი მიზეზია უშვილობის, უნაყოფო მამაკაცების 40%-ს ვარიკოცელეს დიაგნოზს უსვამენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება ზოგჯერ ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, თუ სპერმოგრამის მაჩვენებელი ნორმაში არ არის, აუცილებელია ამ მიმართულებით კვლევა. სათესლე ჯირკვლებში სისხლის მიმოქცევის და შედეგად თერმორეგულაციის დარღვევა მათი ფუნქციის დათრგუნვას იწვევს. სპერმატოზოიდების რაოდენობა მცირდება, მათი მოძრაობა და მორფოლოგია უარესდება. გარდა ამისა, მოსალოდნელია აუტოიმუნური ანთება - იმუნური ფაქტორი სათესლე ჯირკვლებამდე აღწევს (ვინაიდან ვარიკოზულად გაფართოებული ვენის კედელი კარგავს ბარიერულ ფუნქციას) და მას უცხო ქსოვილად აღიქვამს. ყველაზე უარესი ის არის, რომ გამომუშავებული ანტისხეულები ჯანმრთელ სათესლეზეც მოქმედებენ და მის ანთებასაც იწვევენ.
ვერიკოცელეს უსიმპტომო ფორმა ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ზოგიერთი ამ დაავადებას მთელი ცხოვრება ატარებს, ჰყავს შვილები და არც კი იცის, რომ ავად არის. დიაგნოსტირება ხდება შემთხვევით, სამედიცინო შემოწმებისას. ვარიკოცელე იშვიათად განიცდის პროგრესირებას, თუმცა ზოგჯერ ხანდაზმულ ასაკში თავს იჩენს საკვერცხეების ტკივილი, რომელიც სწორედ ამ დაავადებას უკავშირდება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად