- ასეთი შეკითხვა მაქვს, ჩემს მეუღლეს კისრის არეშ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

22-06-2010

- ასეთი შეკითხვა მაქვს, ჩემს მეუღლეს კისრის არეში გამოუვიდა 2 ცალი პატარა, წვრილი მეჭეჭი. შეიძლება ეს იყოს თუ არა პაპილომავირუსი? მე გამიგია რომ იმათაც შეიძლება დაემართოს იგივე, ვინც მუდმივად ატარებს “ცეპს” ყელზე, ჩემს მეუღლეს კი “ცეპიც” უკეთია ხოლმე (ვერცხლის ჯაჭვი) და მუდმივად უკიდია მობილური კისერზე, უხეში ტყავისგან დაწნული თოკი, ფიზიკურად სულ დატვირთულია და შესაბამისად ეს თოკიც და ცეპიც სულ მოძრაობაშია კისერზე. უკაცრავად ამსიგრძე წერილისთვის და დიდი მადლობა წინასწარ პასუხისთვის. ვიცი რომ ეს ვირუსი გადადის სქესობრივი გზით, მე პირადად გასინჯული ვარ რამდენიმე თვის წინ და ნეგატიური იყო პასუხი. ჩემს გარდა პარტნიორი არ ყავს და რამდენად შეიძლება ეს ვირუსი იყოს?

პასუხი

პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა.

- პაპილომები და ბრტყელი მეჭეჭები არის ვირუსული წარმოშობის ელემენტები და მეტალი ვერ გახდებოდა მათი განვითარების მიზეზი (შეიძლება მხოლოდ მათი პროვოცირება მოეხდინა). აღსანიშნავია, რომ მათ განვითარებას ხელს უწყობს იმუნიტეტის დასუსტება. მკურნალობის მიზნით ექიმმა უნდა მოწვას ისინი (ქარჩაულის სითხით ან თხიერი აზოტით), ეფექტის შესანარჩუნებლად კარგია ეპიგენი -სპრეი 1 თვე 4-ჯერ დღეში. დასალევად კი_ იმუნალი (20 წვეთი წყალში გახსნილი - 3 ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად