სამი თვის ბავშვი მყავს, ბუნებრივ კვებაზე. ერთი თვ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

17-09-2017

-გამარჯობათ, სამი თვის ბავშვი მყავს, ბუნებრივ კვებაზე. ერთი თვის წინ დამეწყო თმის ცვენა, სამკურნალო შამპუნმა არაფერი მიშველა. რა შეიძლება გამოვიყენო რომ შევაჩერო????

პასუხი
-მშობიარობის შემდეგ (დაახლოებით მე-8 კვირას) იწყება ხოლმე თმის ცვენა. რაც დროებითი მოვლენაა და უკავშირდება ორგანიზმში მიმდინარე მკვეთრ კომპლექსურ ცვლილებებს (ჰორმონულს, წყალ-მარილოვან, ჰემატოლოგიურ და სხვა), რომლებსაც ორსულობა და მშობიარობა იწვევს. ასეთ შემთხვევაში თმის ცვენა, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა (და არა ძლიერი), და ამ მდგომარეობას დაავადებად ვერ განვიხილავთ.
მშობიარობიდან 7-8 თვის განმავლობაში გაძლიერებული თმის ცვენა ფიზიოლოგიურია. მთავარია, ის ქრონიკულ პროცესში არ გადაიზარდოს. ამისთვის კი სათანადო ჰიგიენა და კვებაა აუცილებელი. არ არის გამორიცხული, დამატებითმა ფაქტორებმა (სტრესმა, ქრონიკულმა დაღლილობამ, ანემიამ) გააძლიეროს.
ამიტომ თუ თმის ცვენა ძლიერია, გირჩევთ გაიკეთოთ ანალიზი სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები, ასევე სასურველია, სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება ანემიის გამოსარიცხად.
ასევე გირჩევთ, იკვებოთ სრულფასოვნად და თმაზე ივლოთ ჭინჭრის ნაყენი.
სცადეთ ეს ნიღაბიც: ათქვიფეთ 1კვერცხის გული, შეურიეთ 1სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, შეიზილეთ ახლად დაბანილ თავის კანში და 1საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად