- დიდი ხანია მაწუხებს ჩირქოვანი გამონაყარ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

22-06-2010

- დიდი ხანია მაწუხებს ჩირქოვანი გამონაყარი როგორც სახეზე, ისე მხრებზე და კისრის მიდამოებში. ინფექციონისტის რჩევით გავიკეთე სისხლის ანალიზი და აღმომაჩნდა ჰელიკობაქტერია 2,75, გარდა ამისა ალერგია მქონდა მომატებული საკმაოდ (ციფრი ზუსტად არ მახსოვს). დამენიშნა ანტიბიოტიკური მკურნალობა და დაახლოებით 3 თვე ვმკურნალობდი. შედეგი, რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ გამონაყარი მთლიანად არ ალაგდა. ახლა წვრილ-წვრილი ჩირქოვანი გამონაყარი მაქვს პერიოდულად. გარდა ამისა, ყელის ქვემოთ, გულ-მკერდის მიდამოში, მუდმივად მაქვს სიწითლე, განსაკუთრებით, როცა ვნერვიულობ, საკმარისია, მზემაც ერთხელ დამხედოს და ეს ადგილი საშინლად მიწითლდება .მოკლედ დამტანჯა ამ პრობლემამ, აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე. წინასწარ დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის

პასუხი
პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა.

- თქვენ ალბათ Ig E შეიმოწმეთ. უნდა მიმართოთ ალერგოლოგს და უნდა დაგენიშნოთ ანტიალერგიული მკურნალობა. როგორც დერმატოლოგი გირჩევთ, ჩირქოვანი გამონაყარი გაწმენდას დღეში ერთხელ ლევომიცეტინის სპირტით და ზინერიტს სუსპენზიით, შემდეგ თითოეული ელემენტი დაიტუშეთ თეთრი კასტელანით, 5 დღის შემდეგ გამოიყენეთ 2-ჯერ დღეში 10 დღე გარეგანი მოხმარების გელი_ დალასინი T, რომელიც შეიცავს კლინდამიცინს, ბოლოს ეფექტის შესანარჩუნებლად იხმარეთ კურიოზინის გელი 2-ჯერ დღეში. დასაბანად (კანისთვის და თმებისთვის) გამოიყენეთ ოქტენოსანი ან კლერასილის გელ-ქაფი (ანტიბაქტერიულია). გარდა ამისა, აუცილებელია დიეტა _ უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი პროდუქტები. 
დაბოლის, სიწითლეზე (ოღონდ კანი უნდა იყოს სადა, ანუ არ უნდა იყოს ჩირქოვანი გამონაყარი) წაისვით დერმაკომბინი 10 დღე 2-ჯერ დრეში.
კომენტარები
21 ივლისი 2018 22:41
ვარ 60 წლის 4 დღის წინ პატარა წითელი ბუსუსი ამიჩნდა ტუჩის ზემოთ მერე ურო გადიდდა და ტჩის ავემოთაც გამომოვიდა რამოდენიმე წერტილი ტუჩზეც მაქვს მეწვის და მექავება თუ შეიძლება მითხარით რა შეიძლება იყოს მე არა ვარ საქართველოში
22 აგვისტო 2016 02:34
გამარჯობა, მაქვს მუცლის ღრუში ყრუ ტკივილები.ჭიპის არეში განსაკუთრებით და ხელით რომ ვაწვები მუცლის ღრუს , მტკივა.მუდმივი შებერილობა ნაწლავების, ნაწლავების ჭყრიალი,გულის რევის შეგძნება.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად