1 თვის წინ დავიპლომბე კბილი, თუმცა დაპლომბილ ა... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

13-09-2017

- 1 თვის წინ დავიპლომბე კბილი, თუმცა დაპლომბილ ადგილას ღრძილი მაწუხებს პერიოდულად საკვების მიღების შემდეგ..... რამდენიმე ხნის შემდეგ მისივდებოდა ტუჩები , თვალი , ყბა მორიგეობით, ზოგჯერ ხელის მტევანზე ოდნავ.... შემდეგ გამიარა და 4-5 დღის შემდეგ ისევ აღმენიშნებოდა შესიებები შესაძლებელია თუ არა ეს იყოს ალერგია წავიკითხე რომ არასწორი დოზით გამაყუჩებელის შეყვანის შემდეგ სტომატოლოგიაში მსგავსი ალერგია არსებობს

პასუხი
პასუხობს სტომატოლოგიური კლინიკა Dent Inn-ის ექიმი-თერაპევტი სოფო ფილიევ
-მოგესალმებით. მივყვეთ თანმიმდევრობით... საინტერესოა თუ ჩაიტარეთ ენდოდონტიური მკურნალობა ( ანუ დეპულპაცია), თუ იყო მხოლოდ კარიესული პროცესი? ღრძილის შესივება და ტკივილი რამდენიმე ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და მისი გაგება, თუ რამდენად ხარისხიანად არის შესრულებული მკურნალობა, რენტგენოლოგიური გამოკვლევითაა შესაძლებელი. ახლა, რაც შეეხება სხეულის სხვადასხვა ნაწილების გასიებას. მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე მედიცინაში ალერგია საკმაოდ დიდი პრობლემაა, რომელიც ვლინდება ორგანიზმში ალერგენის მოხვედრისას და გამოვლინდება დაუყონებლივ ურტიკარიით, კვინკეს შეშუპებით ან მძიმე შემთხვევაში ანაფილაქსიით. თუმცა არის თეორიული ფაქტები დაგვიანებული ალერგიული რეაქციის გამოვლინებისა. თუმცა , ეს ძალიან იშვიათია. მე არ ვვარაუდობ, რომ თქვენი აღწერილი შეიძლება იყოს ანესთეზიის შედეგი. თუმცა მეტი ინფორმაციულობისთვის და დიაგნოზის დასადგენად სჯობს მიმართოთ ალერგოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად