, ერთი პრობლემა მაწუხებს დაახლოებით ბოლო ერთი თვეა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

10-09-2017

გამარჯობა, ერთი პრობლემა მაწუხებს დაახლოებით ბოლო ერთი თვეა რაც შევამჩნიე, რომ ორივე იღლიაში მაქვს პატარა მოძრავი ბურთულები, რომელსაც ხელის შეხებით ვგრძნობ, არ მაწუხებს, არც მტკივა უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ რაიმე საშიში არ იყოს. ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ რისი ბრალი შეიძლება იყოს და რაიმე რისკ ფაქტორებთან ხომ არ არის დაკავშირებული, ღამეები აღარ მძინავს ნერვიულობისაგან. მადლობას გიხდით წინასწარ. ( გოგო ვარ )

პასუხი
-ვფიქრობთ თქვენი ჩივილი იღლიის საოფლე ჯირკვლების გაღიზიანებასა და ინფიცირებას უკავშირდება(საოფლე ჯირკვლის ანთება) რისი ხშირი მიზეზიც სწორედ დეზოდორანტების არასწორი მოხმარებაა.
მაგარმა დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გირჩვეთ მიმართოთ ექიმ-ქირურგს.
ჰიდრადენიტის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია პირადი ჰიგიენის სწორად დაცვა. იღლიის გაპარსვის წინ კანი აუცილებლად ჩამოიბანეთ საპნით, იქონიეთ ინდივიდუალური საპარსი, რომელსაც გამოყენების წინ გარეცხავთ, ერიდეთ მიკროტრავმას, კანის დაზიანების შემთხვევაში დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილი სპირტით, ბრილიანტის მწვანით. გაიპარსეთ აბაზანის მიღების შემდეგ და ძილის წინ, რომ კანმა დილამდე მოასწროს მოშუშება;
გაპარსვის შემდეგ იღლიის არე უნდა დამუშავდეს სადეზიფექციო საშუალებებით, მაგ; სალიცილის, ბორ-ქაფურის სპირტით. ზაფხულში იღლიების დასაბანად არ გამოიყენოთ ძალიან ცივი წყალი.
რა უნდა გვახსოვდეს დეზოდორის გამოყენებისას:
. ისხურეთ (წაისვით) აუცილებლად სუფთა და მშრალ კანზე. დეზოდორანტი ებრძვის სუნს და არა ოფლს. მის შემადგენლობაშია ნივთიერებები, რომლებიც სპობს მიკროორგანიზმს და მათთან ერთად ოფლის სუნს.
. რეგულარულად (განსაკუთრებით -ზაფხულობით) დაიბანეთ და გაიპარსეთ იღლიები -თმა აკავებს უსიამოვნო სუნს და ბაქტერიების გამრავლებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის.
. კანის გაწითლებისა და გაღიზიანებისას დეზოდორ-ანტიპერსპირანტის გამოყენებას დროებით ერიდეთ. ნურც სპირტის შემცველ დეზოდორებს გამოიყენებთ. ამ პერიოდში უმჯობესია ჩვეულებრივ ან საბავშვო ტაკლზე გადახვიდეთ. (თუ დეზოდორი სპირტს შეიცავს, სასურველია, ის მცენარეული კომპონენტებით იყოს გამდიდრებული. ბალახეული (გვირილსი, პიტნის, სუროს) ექსტრაქტები კანს აწყნარებს და გაღიზიანებას აცხრობს).
. არ გამოიყენოთ ანტიპერსპირანტები ყოველდღიურად. მისი გამოყენება არ შეიძლება ფიზიკური დატვირთვის დროს, საუნაში და ა.შ., რადგან ანტიპერსპირანტი ოფლის გამოყოფას საგრძნობლად ამცირებს. მის შემადგენლობაშია ალუმინი, მარილები, ზოგჯერ თუთიაც, რომლებიც ავიწროებენ ან მთლიანად გადაკეტავენ საოფლე ჯირკვლების სადინარებს და ხელს უშლიან ოფლის გამოყოფას.
ოფლის გამოყოფა ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციაა და მისი მთლიანად ბლოკირება არ შეიძლება.
. თუ დეზოდორის გამოყენების შემდეგ კანზე სიწითლე გაგიჩნდათ ან აგექავათ, მასზე უარი თქვით.
. გაძლიერებული ოფლდენის დროს ერიდეთ ცხარე, სანელებლით უხვად შეზავებულ საკვებს, ყავას, ჩაის -ისინი საოფლე ჯირკვლების მუშაობას აძლიერებს.
. ნუ ჩაიცვამთ იღლიებში მჭიდროდ მოტმასნილ ტანსაცმელს. თბილ ამინდში უმჯობესია ნატურალური ქსოვილის სამოსი ატაროთ.
და ბოლოს, სახლში მოსვლის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ იღლიები, ჩამოიბანეთ დეზედორი და ატიპერსპირანტი, რათა ფორების დაცობა არმოხდეს და კანს მიეცეს თავისუფალი სუნთქვის საშუალება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად