რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ზაფხულის სიცხეების დროს მეწვის დეკოლტეს ტერიტორია. მიწითლდება, რაც არ მსიამოვნებს. ხომ არ მირჩევდით როგორ დავიცვა ეს ადგილი მზის სხივებისაგან? იქნებ რაიმე მალამო არსებობს?
პასუხი
- უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი მალამოები, რომელთა ძალა იზომება SPF (Sun Protection Factor)-ის მაჩვენებლით. მალამოს SPF მაჩვენებელი უნდა შეირჩეს კანის ტიპის მიხედვით - რაც უფრო ღიაა კანი, მით მეტი უნდა იყოს მაჩვენებელი: ტიპი I – ყოველთვის იწვება, არასოდეს ირუჯება (თეთრი კანი, ღია ფერის თვალები, ჟღალი/ქერა თმა, ჭორფლი) SPF 20 – 30. ტიპი II - უფრო ხშირად იწვება, იშვიათად ირუჯება (თეთრი ფერის კანი) SPF 12 – 20. ტიპი III - შეიძლება დაიწვას, ჩვეულებრივ კარგად ირუჯება (ხორბლისფერი კანი) SPF 8 –12. ტიპი IV – არ იწვება, კარგად ირუჯება (მუქი ფერის კანი) SPF 4 – 8 ტიპი V – საშუალოდ გამოხატული პიგმენტაცია (ლათინო ამერიკელები, შუა აზიის მცხოვრებნი) SPF 2– 4. ტიპი VI – კარგად გამოხატული პიგმენტაცია (შავკანიანი ადამიანები).