. ვარ 28 წლის ,დილით რომ ვდგები ვგრძნობ დაღლილობას... | რევმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რევმატოლოგია

კატეგორია - რევმატოლოგია

24-08-2017

-გამარჯობა. ვარ 28 წლის ,დილით რომ ვდგები ვგრძნობ დაღლილობას კუნთებში, ასევე მისივდება ფეხები, განსაკუთრებით კოჭებთან , მარცხენა უფრო ვიდრე მარჯვენა, ყოველ დილით საწოლიდან რომ ვდგები და ფეხებს ვდგავ ძირს უკვე მტკივა თითქოს ბევრი ვირბინე,10 წუთის შემდეგ რომ დავდივარ მერე აღარ მტკივა ანუ დასვენებული მტკივა და რომ გახურდება აღარ მტკივა მაგრამ შეშუპება მაქვს.დაახლოებით ერთი თვის უკან ვიყავი რევმატოლოგთან და ასე მითხრა :) ბრტყელ ტერფიანობისკენ გაქვს მიდრეკილება, ალბათ გადაგიბრუნდა და იმიტომ დაგისივდაო, გამომიწერა ალგესტინის მაზი, არმიშველა, ვაპირებ უფრო კომპეტენტურ ექიმთან მისვლას მაგრამ მანამდე თუ დამეხმარებით ... მყავს 1.3 ის პატარა და ჯერ კიდევ ჭამს ძუძუს, მხოლოდ ღამე ვაძლევ,. გემოგლობინი და კალცი არ გამისინჯავს ორსულობის მერე და არც რამე მიმიღია მაგის შესავსები. რა შეიძლება იყოს ეს სიმპტომები

პასუხი
- შესაძლოა ეს კოჭ-წვივის სახსრის ანთებაა, შესაძლოა რაიმე წანაზარდებია , ამისათვის უნდა მოხდეს პირველ რიგში დიაგნოსტირება. სასურველია მოხდეს ფეხის ტერფის რენტგენოლოგური და/ან ექოსკოპიური გამოკვლევა, რათა დადგინდეს კოჭ-ქვივის სახსრის შეშუპების მიზეზები.
რაც შეეხება ბრტყელტერფიანობას, მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს: დღის რეჟიმს, სამკურნალო ფიზკულტურას, აპარატურ ფიზიოთერაპიას, ბალნეო და მედიკამენტურ თერაპიას. გასათვალისწინებელია როგორც ძირითადი, ასევე თანმხლები დაავადებები. შემოგთავაზებთ ვარჯიშებს, რომლებიც მეტად ეფექტურია ბრტყელტერფიანობის დროს. ვარჯიშები ტარდება ნელა, დაზოგვით, სუნთქვის რიტმის დაცვით და შიშველი ტერფებით, თავდაპირველად მწოლიარე, მერე მჯდომარე მდგომარეობაში. ჯდომითი ვარჯიშის შესრულების დროს უნდა იჯდეთ მაღალ სკამზე, ისე, რომ ტერფები კარგად გედგათ იატაკზე, მუხლები და მენჯ-ბარძაყი კი 900-ით იყოს მოხრილი. ფეხებქვეშ ფარდაგი უნდა გეფინოთ. საწყისი მდგომარეობა: ზიხართ სკამზე (ხერხემალი სწორად უნდა გეჭიროთ), ფეხები ოდნავ განზე გაქვთ გაწეული, ფეხისგულები მთლიანად ეხება იატაკს.
1. ტერფები მოხარეთ და გაშალეთ.
2. მოხარეთ და გაშალეთ ფეხის თითები.
3. ტერფებით დაიჭირეთ ბურთი, ასწიეთ ის და დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში.
4. ტერფებით გააგორ-გამოაგორეთ საგორავი (ცომის გასაბრტყელებელი) ჯოხი.
5. ფეხის თითებქვეშ ამოიდეთ პირსახოცი, მისი ბოლოები დაიჭირეთ ხელში და მოქაჩეთ.
6. იარეთ ფეხის წვერებზე.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად