მყავს თვი ნახევრის ბიჭი,მყავს ბუნებრივ კვებაზე.პირ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

23-08-2017

-გამარჯობათ,მყავს თვი ნახევრის ბიჭი,მყავს ბუნებრივ კვებაზე.პირველი ორი კვირა კუჭის მოქმედება კარგი ქონდა,შემდეგ ვეგარ გადიოდა დამოუკიდებლად,ყველა ჭამის შემდეგ წვალობს და ვერ გადის თუ არ დავეხმარე,რძე და ყველი ამოვიგე რაციონიდან,ბულიონებს და მოხარშულს ვჭამ მაგრამ მაინც წვალობს,გთხოვთ დამეხმაროთ როგორ მოვიქცე.რისი მიგება შემიძლია და რისი არა

პასუხი
-ბავშვის კუჭის მოქმედება უნდა იყოს თავისთავადი, ხელოვნური ჩარევის გარეშე. ეს შეიძლება 2 დღეში ერთხელ იყოს, მაგრამ ყოველგარი დაძაბვის გარეშე. მაგრამ თუ იშვიათ დეფეკაციას თან ახლავს დისკომფორტი, მაშინ საჭიროა გარკვეული ზომების მიღება. ზოგჯერ ურეჟიმო კვებაც არის ხოლმე ყაბზობის მიზეზი; ზოგიერთი დედა, ატირდება თუ არა პატარა, უმალვე ძუძუს აძლევს. ასეთი ურეჟიმო კვებისას ჩვილის ისედაც უმწიფარ ფერმენტულ სისტემას ზედმეტი ჯაფა ადგება, რაც შეკრულობას კიდევ უფრო ამძიმებს. როცა პატარა ბუნებრივ კვებაზეა ფუნქციურ შეკრულობას დედის არასწორი კვების რეჟიმი იწვევს. ჭარბი ნახშირწყლების შემცველ დედის რძეს შეუძლია პატარაში კუჭის შეკრულობა გამოიწვიოს. თქვენ უნდა ღებულობდეთ ხილსა და ბოსტნეულს, სითხეებს.
მიიღეთ ბოსტნეულზე დამზადებული წვნიანი კერძები, ასევე მოხარშული ბოსტნეული ნებისმიერი სახით, შეამცირეთ ცხოველური ცხიმების წილი. მათი შეცვლა ნაწილობრივ მცენარეული ცხიმით (სიმინდის, ზეითუნის, მზესუმზირას ზეთით) შეიძლება.
მეძუძურის რაციონი მდიდარი უნდა იყოს უჯრედისით (ის უხვად არის ხილ-ბოსტნეულში, ბურღულეულში, დაცეხვილი ხორბლის პურში). ასევე, თქვენს მენიუში ჩართეთ რძემჟავა პროდუქტები: კეფირი, ბავშვს გაუკეთეთ მუცლის მასაჟი.
თუ რჩევების გათვალისწინების მიუხედავად პატარას არ მოუწესრიგდა კუჭის მოქმედება მიმართეთ პედიატრს.
და კიდევ........ ერთი რამ კი იცოდეთ და გაითვალიწინეთ, დეფეკაციის სიხშირე გარკვეულწილად დამოკიდებულია ძუძუთი კვების ტექნიკაზე, კერძოდ, არსებობს ასეთი ცნებები "წინა" და "უკანა" რძე ანუ რძეს კვების დასაწყისში "წინა" რძე ჰქვია და იგი მდიდარია წყლით (ამიტომაც არ არის დამატებით წლის მიღების აუცილებლობა) და ღარიბია კალორიულად (ცხიმის შემცველობა დაბალი), კვების გაგრძელების კვალდაკვალ რძეში მატულობს ცხიმების შემცველობა, კალორიულობა, ეს არის "უკანა" რძე .
ასე, რომ ხშირი შარდვა იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი ღებულობს საკმარისი რაოდენობით სითხეს "წინა" რძიდან, ხოლო მრავალჯერადი კუჭის მოქმედება კი მიანიშნებს საკმარისი კალორიების მიღებაზე "უკანა" რძიდან (შესაბამისად იშვიათი დეფეკაცია იმის მანიშნებელია, რომ "უკან" რძეს არასაკმარისი რაოდენობით ღებულობს პატარა, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ პატარამ ბოლომდე გამოწოვოს ძუძუ); თუ ბავშვი ბოლომდე ვერ ცლის ძუძუს, სასურველია დარჩენილი რძის ბოლომდე გამოწველა და მიცემა კოვზით.
ამ ფაქტორებს უნდა მიექცეს ყურადღება ძუძუთი კვების დროს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად