რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მოგესალმებითდედაჩემს აქვს ავთვისებიანი სიმსივნე, კერა არის ფილტვი. 3 დღის წინ გავუკეთეთ იმუნოთერაპია და ქიმია ერთად.წამლების დასახელებებს მოგწერთ და გთხოვთ მომწეროთ რამდენად კარგი მედიკამენტები გაუკეთდა. (სიმსივნე ბრტყელუჯრედოვანი არ არის)იმუნოთერაპია- ავასტინი (15X1კგ)ქიმიოთერაპია - აკლიტაქსელი და კარბოლპატინივიცი რო მინიმმალურია განკურნების შანსი მაგრამ იმუნოთერაპიის უპირატესობებზე რა შეგიძლიათ მითხრათ და რამდენად კარგი პრეპარატებია შრჩეული?პაციენტის ასაკი 52 წელი.
პასუხი
- პროგნოზი ბევრად არის დამოკიდებული სიმსივნის სტადიაზე, გავრცელების ხარისხზე. მკურნალობა შეესაბამება დღეს მოწოდებულ რეკომენდაციებს. რაც შეეხება ავასტინს, ეს გახლავთ შედარებით ახალი თაობის იმუნოთერაპიული პრეაპარატი და ინიშნება ქიმიოთერაპიასთან ერთად ფილტვის კიბოს გავრცელებული ფორმების დროს, მრავალ ქვეყანაში ჯერ ისევ აკვირდებიან ამ პრეპარატის ეფექტიანობას, თუმცა არის შედეგები, რომ მისი მოქმედებისას ხდება სიმსივნის შემდგომი ზრდისა და სხვა ორგანოებში ჩაზრდის შეფერხება, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება დაავადების პროგნოზზე.