, ჩემს ახლობელს (მამაკაცს) სასქესო ორგანოზე ქონდა ... | ონკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ონკოლოგია

კატეგორია - ონკოლოგია

15-08-2017

-გამარჯობა, ჩემს ახლობელს (მამაკაცს) სასქესო ორგანოზე ქონდა წანაზარდი, გამოჩენისთანავე მიაკითხა ექიმს და აღმოჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე. ჩაუტარდა სამი ოპერაცია რამდენიმეთვიანი შუალედით, შემდეგ სიმსივნე გადავიდა ლიმფურ კვანძებში, კანი ამ ადგილებში ორივე მხარეს ძალიან დაზიანებულია, რეციდივის გამო მიჩნეულია მეოთხე სტადიად, პირადმა ექიმმა თქვა, რომ კიდევ ერთი ოპერაციით (ქიმიოთერაპიის დანიშვნისათვის) მხოლოდ რამდენიმე თვით გაუხანგრძლივდება სიცოცხლე, ამის გამო შეეშვნენ მკურნალობას და მდგომარეობა გართულდა, კაცი ზის და სიკვდილს ელოდება... თავიდან ერთი ჯირკვალი იყო შესიებული ჯერ არ იყო ჭრილობა ღრმად წასული. შეიძლება წინასწარ ასეთი დასკვნის გაკეთება დარწმუნებით თქვენი აზრით? ან როგორ ფიქრობთ არსებობს რამე შანსი ასეთ შემთხვევაში სიმსივნის დამარცხების? მადლობთ. პ.ს. პირველი ოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ თავი კარგად იგრძნო და დაუბრუნდა ციკლოვკის აპარატს, რომელიც საკმაოდ მძიმე სატარებელია და ვიბრირებს, შეიძლება ამას გამოეწვია რეციდივი და გაერთულებინა მდგომარეობა? უცნაურ კითხვებს ვსვამ მომიტევეთ, კომპეტენტური ადამიანის პასუხი მაინტერესებს .

პასუხი
- ალბათ სასქესო ასოს კიბოს მე-4 სტადიის დიაგნოზი ონკოლოგებმა დასვეს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევის შედეგად. რეციდივს ,,ციკლოვკის“ აპარატზე მუშაობა არ გამოიწვევდა. სამწუხაროდ ზოგჯერ შეუძლებელია რეციდივის თავიდან აცილება. თუ რამდენადაა შესაძლებელია ეს კონკრეტული შემთხვევა დაექვემდებაროს მკურნალობას  ძნელი სათქმელია, რადგან არ გვაქვს სრული ინფორმაცია ავადმყოფის შესახებ.  გირჩევთ კიდევ ერთხელ მიმართოთ ონკოლოგს, რათა დაიგეგმოს მაქსიმალურად (რამდენადაც შესაძლებელია) ეფექტური მკურნალობა. იქნებ სხივური თერაპიის საკითხიც იქნას განხილული.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად