,გუშინ დავსვვი კითხვა და მითხრეს რომ დამწვრობასთან... | კანი, კუნთები, ძვლები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კანი, კუნთები, ძვლები
commerce
07-08-2017

გამარჯობა,გუშინ დავსვვი კითხვა და მითხრეს რომ დამწვრობასთან ერთად დერმატიტიც იყო და თქვენს რჩევებს მივყევი.მყავდა სამ ექიმთან და ზოგმა თქვენნაირი პასუხი გამცა,ერთმა ჰერპესიაო,რა გავაკეთო? რამდენად გავს ეს ჰერპესს?

პასუხი
- თქვენ მოგვწერეთ, რომ დაიწვაო და დამწვრობის მერე დაემართა ასეო, ზოგადად ასეთი გამონაყარი შეიძლება ჰერპესსაც ახასიათებდეს, მაგრამ თუ სითხით სავსე ბუშტუკები დამწვრობის არეებში გაჩნდა, სავარაუდოდ კანის დამწვრობის შედეგია, თუ ისეთ უბნებში გაჩნდა, რომლებზეც მზის სხივების ზემოქმედება არც კი ყოფილა, მაშინ სავარაუდო დიაგნოზი ჰერპესისკენ იხრება. ტკივილი ჰერპესსაც ახასიათებს. სურათზე ძნელია გარჩევა, ზოგადად ჰერპესს არ ახასითებს მრავლობითი კერები კიდურებზე, გამონაყრის გაჩენამდე პაციენტს აქვს ტკივილი და ქავილის შეგრძნება ნერვის გასწვრივ. გამონაყარი ხშირად ლოკალიზდება გულმკერდის ან ზურგის არეში, პაციენტს გადიდებული აქვს ხოლმე ლიმფური კვანძები. ექიმი გასინჯვისას კომპლექსურად აფასებს ამ ყველაფერს. არ არის გამორიცხული ისიც, რომ პაციენტმა მიიღო დამწვრობა ერთ არეზე და მეორე არეზე კი ჰერპესი გამწვავდა.
დამწვრობის ფონზეც ვითარდება ალერგიული რეაქციები, რის გამოც დერმატიტის ნიშნები აღინიშნება. იქნებ გამოცდილ დერმატოლოგს აჩვენოთ, აჯობებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ის რჩევები, რაც წინა შეკითხვის პასუხში მოგეცით, აუცილებლად მოგცემთ გარკვეულ შედეგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად