რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით, ზაფხულის დასწაყისიდან შემოდგომამდე მაქვს მწვავე სურდო, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, თვალების წვა, ეს მდგომარეობა გრძელდება მთელი ზაფხული და შემდეგ წყდება, მაინტერესებს ეს შეიძლება ალერგია იყოს? გამიგია ალერგია გაზაფხულზე უფრო აწუხებთო და მე მხოლოდ ზაფხულის თვეებში მაქვს ეს სიმპტომები. რით შეიძლება შევიმსუბუქო მდგომარეობა?.
პასუხი
-გაზაფხულზე, ზაფხულზე და შემოდგომაზე ხეებიდან, ბუქებიდან, ბალახებიდან ვრცელდება მტვრი, რომლიც რიგ ადამიანებში ალერგიას იწვევს. გარდა ამისა, არსებობს საყოფაცხოვრებო ალერგენებთან დაკავშირებული ალერგიული რინიტიც, რომელიც მთელი წელი გასტანს. ალერგენის აღმოჩენა ყოველთვის არ არის იოლი. ამისთვის სპეციფიკური კანის ან ნაზალური სინჯები უნდა ჩატარდეს. გირჩვეთ ალერგოლოგთან ვიზიტს.