, ძალიან მომწონს თქვენი საიტი, ადრეც მოგწერეთ მაწ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

commerce
28-07-2017

- გამარჯობა, ძალიან მომწონს თქვენი საიტი, ადრეც მოგწერეთ მაწუხებს კუჭ-ნაწლავი, მაქვს კარდიალური რგოლის უკმარისობა, ეს თიაქარია? მაქვს როგორც ვიცი ნერვოზი ვსვამდი გრანდაქსინს დღეში 3 ჯერ, ცოტა უკეთ ვარ ექიმმა დამინიშნა კარდოვალ რითმი, ძალია ბევრი წამალი მაქვს მიღებული და არ მინდა მივიღო, ანუ მაქვს შიგადაშიგ თავში წამიერი მოჭერის შეგრძნება, ყელში მოჭერა ყელში რაღაც ნახველივით, ხელები თითქოს მიბრუჟდება, უფრო თითის ბალიშები თან მიცხელდება, უფრო საჭმელს როცა მივიღებ მერე, მეწყება მოუსვენრობა, ძალიან ბევრი წამალი მაქვს მიღებული ეს ნერვოზულია და ნელ ნელა გამივლის? დღეს კარდიო მაგნელი დავიწყე, ხო თითქოს თვალებში მაწვება რაღაც ანუ მირჩიეთ რა ვქნა დამღალა ამდენმა წამალმმა, პროტრომბინი არ მაქვს, მადლობა დიდი , რაომეს ხომ არ დამიმატებდით? აი დავიღალე ეს ნერვოზი ხანგრძლივია? ერტი რაღაც გამივლის მეორე მეწყება, შედარებით უკეთ ვარ ისეთი უჰაერობა აღარ მაქვს, ანუ მირჩიეთ რამე

პასუხი
- დიახ, თუ სხვა ორგანული მიზეზები გამორიცხეთ, თქვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა სიმპტომი შეიძლება უკავშირდებოდეს ნევროზს. ნევროზს რაიმე კონკრეტული ხანგრძლივობა არ აქვს, ის იმდენ ხანს გრძელდება, ვიდრე ადამიანი არ მოერევა ექიმის დახმარებით. თუმცა თქვენს განწყობას და თანამონაწილეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად უნდა იცხოვროთ ჯანსაღი ცხივრების წესით, მოიწესრიგეთ ძილი, კვება, დღის რეჟიმი, დაისვენეთ, მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. კარგია გარკვეული დროით გარემოს გამოცვლა.
კარდიული რგოლის უკმარისობა თიაქარი არ არის, ეს არის საყლაპავიდან კუჭში გარდამავალ არეში კუნთოვანი რგოლის ფუნქციის უკმარისობა, რის გამოც კუჭის შიგთვსი შეიძლება საყლაპავში ამოვიდეს და მისი გაღიზიანება გამოიწვიოს. ამას რეფლუქსი ეწოდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გასტროენტეროლოგსაც უნდა მიმართოთ.
ნევროზის სამკურნალოდ კი ნევროლოგის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად