.ვარ 28წლის.პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ვიცი მე... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

27-07-2017

-გამარჯობა.ვარ 28წლის.პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ვიცი მე რა პრობლემაც მაქვს ამას ფსიქოლოგის ღრმა მკურნალობა ჭირდება და ესე ონლაინით ძალიან ძნელია მაგრამ იქნებ მაინც შეძლებისდაგვარად დამეხმაროთ.დავიწყებ იმით რომ საშინელი ბავშვობა მქონდა და უამრავი პრობლემებისგან ჩამოვყალიბდი ერთ დაკომპლექსებულ,,დანერვოზებულ და ჩაკეტილ ადამიანად რომელიც საკმარისია უცხო გარემოში მოხვდეს მაშინვე იკეტება და ვერავისთან საერთო ენას ვერ პოულობს.ამის გამო სადაც კი მიმუშავია ყველგან დისკომფორტი მქონია.საერთოდ ჩემს ცხოვრებაში არ მახსენდება კარგი პერიოდი,როდესაც ყველაფერი კარგად თუ არა არც ცუდათ არ მიდიოდეს.გავთხოვდი ორი შვილი მეყოლა და მეუღლესთან ერთად უამრავი პრობლემა გამოვიარე.ეხლა კი ჩემთვის მოულოდნელად ცოტა დალაგდა ყველაფერი,ვმუშაობ ისეთ სამსახურში სადაც ნორმალურად მიხდიან და ყველაფერს და ყველას კარგად შევეგუე.ჩემდა გასაკვირად ყველასთან გავშინაურდი და საერთო ენა გამოვნახე.მაგრამ აქ სხვა პრობლემამ იჩინა თავი.გამუდმებული შიში მაქვს იმის რომ ეს ყველაფერი დამთავრდება და ისევ ცუდი პერიოდი დაიწყება.სულ იმის ფიქრი მაქვს რომ ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა კარგი მომენტები და რაღა ეს კარგი პერიოდი გაგრძელდება დიდხანს?ძალიან მაწუხებს რაღაც შინაგანად რამაც მოსვენება დამიკარგა.ყოველი დღე იმის შიშით იწყება რომ რაღაც ცუდი მოხდება.სამსახურში საერთოდ ოდნავ გადაკრულ თუნდაც ხუმრობას ცუდათ ვიღებ და მერე ამაზე სახლში ვნერვიულობ.მშურს ისეთი ადამიანბის ვისაც არაფერი არ ადარდებთ და ლაღები და თავისუფლები არიან.მე ყველაფერ უმნიშვნელოს მწვავედ განვიცდი და ძალიან ვდარდობ .მიშველეთ მირჩიეთ რა ვქნა?რამოვუხერხო ჩემს თავს?

პასუხი
- თქვენ გესაჭიროებათ სპეციალისტის დახმარება, რომელიც შეგირჩევთ მედიკამენტებს ამ შფოთვების მოსახსნელად. ნუ იტანჯავთ თავს მიმართეთ ფსიქონევროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად