მოგესალმებით, დღის განმავლობაში უმიზეზოდ მომერევა ... | ნივთიერებათა ცვლა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნივთიერებათა ცვლა
21-07-2017

მოგესალმებით, დღის განმავლობაში უმიზეზოდ მომერევა ხოლმე ძილი, ვცდილობ წინააღმდეგობა გავუწიო; მნიშვნელობა არა აქვს ღამე რამდენ ხანს მეძინა. შემთხვევით ახლახან აღმოვაჩინე რომ საირმის მინერალური წყალი მშველის, როცა ძილი მომერევა, მაშინ ვსვავ. რას მირჩევთ? სავარაუდოდ თუ საირმე მშველის, ოღონდ ბორჯომი, ლიკანი, მიტარბი გაზიანი წყლები ბევრჯერ ვსინჯე და არ მიშველა. რა არის ამ საირმის წყალში?, მაგით ვერ მივხვდებით რა დაავადება მჭირს?

პასუხი
-საირმის წყლის ძილიანობის საწინააღმდეგო მოქმედება ჩვენთვის არ არის ცნობილი. ჩვენ გირჩევთ მიმართოთ ოჯახის ექიმს , რათა დადგინდეს ძილიანობის მიზეზი. მიზეზი შეიძლება იყოს:    

>დიდი მოცულობის ინფორმაცია, ყოველდღიურად უამრავი საქმე არა მარტო ღლის ადამიანს, არამედ ძილის დროსაც ამცირებს.
>ძილიანობა შესაძლოა რისიმე სიმპტომიც იყოს - ენდოკრინული, ნერვული სისტემის, ნერვულ-ფსიქიკური დაავადებებისა, ნარკოლეფსიისა, ძილის აპნოეს სინდრომისა, რკინადაფეციტური ანემიისა, ჰიპოტონიისა, ჰიპოთირეოზისა, შაქრიანი დიაბეტისა, თავის ტვინის ტრავმისა.
>ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას სედაციური გვერდითი ეფექტი აქვს. თუ ეს ნეგატიურად აისახება პაციენტის ცხოვრების წესზე, პრეპარატი უმჯობესია მოიხსნას ან შეიცვალოს მინიმალური გვერდითი ეფექტების მქონე ანალოგით.
>ძილიანობის მიზეზებია მზის სხივების უკმარისობა, ქრონიკული დაღლილობა, ძილის დეფიციტი და ფსიქოლოგიური პრობლემებიც.
>წესისამებრ, დღის ძილიანობა სწორედ ღამის უძილობით იწყება. ხანგრძლივი უძილობა ანელებს ჩვენი ცხოვრების რიტმს. ამიტომ ეცადეთ:

<>კარგად გამოიძინოთ;
<>საწოლი ოთახიდან მოაშოროთ ყველა ის ნივთი, რომელიც ყურადღებას გაგიფანტავთ.
<>დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს. თუ გვიან დაძინებას ხართ მიჩვეული, შეეცადეთ, რამდენიმე დღის განმავლობაში დაწვეთ ჩვეულებრივზე 15-20 წუთით ადრე.
<>მიირთვათ ერთს და იმავე დროს - ეს სადღეღამისო რიტმს მოგიწესრიგებთ.
<>იყავით ფიზიკურად აქტიური. ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით - აერობული, ხელს უწყობს სწრაფად დაძინებას და მშვიდ ძილს. ოღონდ ვარჯიში დაძინებამდე სამი საათით ადრე უნდა დაასრულოთ.
<>ნუ წათვლემთ სკამზე. საღამოს ხანმოკლე ძილი ნეგატიურად მოქმედებს ღამის ძილზე და დღის ძილიანობაც უფრო ძლიერად ვლინდება.
<>ერიდეთ ძილის წინ სპირტიან სასმელებს. ბევრს ჰგონია, რომ ალკოჰოლი დაძინებას აადვილებს, სინამდვილეში კი ის პრაქტიკულად გვართმევს ღრმა ძილის საშუალებას.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად