. ჩემს 5 წლის გოგონას დაუდგინდა საშარდე გზების ინფ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
20-07-2017

გამარჯობათ. ჩემს 5 წლის გოგონას დაუდგინდა საშარდე გზების ინფექცია. გავუკეთე ჭიის ანალიზი, პარაზიტები არ აღმოაჩნდა. ასევე დავთესე შარდი ციტოში და ამოეთესა ასეთი ბაქტერია კლებსიელა. ასევე გავუკეთე ანტიბიოტიკოგრამა და შესაბამისად ვუმნკურნალე. ახლა ბავშვი თავს კარგად გრძნობს აულაგდა ამ ეტაპზე მაგრამ მაინტერესებს ძალიან ვნერვიულობ მომავალში რა საშიშროების წინაშე ვდგავართ ანუ განმეორებადია თუ არა ეს ყველაფერი თუ ამ მკუნალობის კურსით შესაძლებელია ამ ბაქტერიისგან სრული განკურნება. ან საიდან ჩნდება შარდში ეს ბაქტერია მითუმეტეს 5 წლის ბავშვში. ან რა რეკომენდაცია შეგიძლიათ მომცეთ რას უნდა მოვარიდო (გაციება ან რაიმე საკვები ან რაიმე სპეციფიკური დასაბანი საშუალება ხომ არაა საჭირო) ძალიან ემოციური ვარ ისედაც და ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს და გთხოვთ ამიხსნად განკურნებადია თუ არა ზოგადად საშარდე გზების ინფექციები. რამდენედაც მსმენია განმეორება იცის. მადლობა წინასწარ.

პასუხი
-რასაკვირველია განკურნებადია. კლებსიელა არის ენტერობაქტერიების ოჯახის წარმომადგენელი პირობით პათოგენური ბაქტერია, რომელიც ჩვეულებრივ ნორმაში აღმოჩნდება ნაწლავში, განავალში. ასე რომ კლებსიელა "ცხოვრობს" ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავში.  გირჩევთ გოგონა ყოველთვის ჩაბანოთ წინიდან უკანა მიმართულებით, რათა არ მოხდეს სასქესო ორგანოს ინფიცირება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად