-1 წლის ასაკიდან ბავშვის კვება უნდა იყოს უფროსების კვებასთან მიახლოებული ანუ პატარა გადადის საერთო მაგიდაზე ანუ მას ეძლევა საოჯახო საკვები, გარდა იმ გამონაკლისებისა, რაც მოზდრილებისათვისაც არ არის სასარგებლო (ღორის, ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწარე, მჟავე საკვები, კონცეტრირებული შოკოლადი, გაზიანი სასმელები და ა.შ.).
მისთვის დასაშვებია უმი და მოხარშული ხილი, ბოსტნეული, ქათმისა და საქონლის ხორცი. ამ ასაკის ბავშვის რეკომენდებული მენიუ ასე გამოიყურება:
საუზმე: ფაფა (სიმინდი, წიწიბურა, ბრინჯი, ხორბალი, შვრია) ან ნახევარი მოხარშული კვერცხის გული, ხილის პიურე.
სადილი: ბოსტნეულის სუფი, ძროხის ან ქათმის ხორცის ბულიონები. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მისცეთ მაკარონის ნაწარმიანი სუფები. ბოსტნეულის სალათი ან ბოსტნეულის პიურე, გახეხილი ბოსტნეული. კვირაში ერთხელ დასაშვებია მდინარის არაცხიმიანი თევზი. ხილის კომპოტი, ან ხილის წვენი. ვახშამი: შეგიძლიათ შეთავაზოთ ბოსტნეული ან ხორცი. ხილის პიურე, ხაჭო ან წვენი. ძილის წინ შეგიძლიათ მისცეთ ადაპტირებული რძის საკვები ამ რძემჟავა სასმელი, მაწონი ან კეფირი. ბავშვის რაციონში ასევე დაშვებულია: ნამცხვარი, მურაბა, ჯემები.
წლიდან წლინახევრამდე უნდა იყოს 4-5-ჯერადი კვება, 4საათიანი შუალედებით. დაიცავით კვების მკაცრი რეჟიმი, რათა პატარას გამოუმუშავდეს პირობითი რეფლექსი.
დამატებითი რჩევები ნახეთ ბმულზე