მოგესალმებით, ბოლო ორი წელიწადია ვმკურნალობ ანტიდე... | ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია

კატეგორია - ფსიქონევროლოგია

09-07-2017

მოგესალმებით, ბოლო ორი წელიწადია ვმკურნალობ ანტიდეპრესანტი "ზოლოფტი" –თ. საწყისში იყო მძიმე მახასიათებლები ეგრედწოდებული ნერვოზის, შიშები, დეპრესია, უიმედობა და ა.შ. პერიოდულად 2–წლის განმავლობაში თავი არაერთხელ შემახსენა ორი კვირიდან 5 კვირის ჩათვლით, რათქმაუნდა მივეჩვიე და უფრო მარტივად ვუმკლავდებოდი. თუმცა იქნებ მიპასუხოთ: რა დრო არის მაქსიმალური როცა ამ ყველაფერს დავამარცხებთ ეს იქნება გონების ძალით, ემოციური გაწონასწპრებით, ანდაც რა აქტივობები არის საჭირო არა მედიკამენტური რომ დეგრადირდეს პროცესი? რამდენად რეკომენდირებულია "ზოლოფტის" მიღება რომელიც უამრავი უკუჩვენებებით არის გაჯერებული, დილით გაღვიძებისას მინიმუმ ერთი საათი მჭირდება ენერგიის აღსადგენად (გამოსაფხიზლებლად) ასევე გამუდმებით ნებისმიერი ჩივილისას, როგორებიც არის: თავის ტკივილი, ჭვალი, წნევა და სხვა ჩვეულებრივი მოვლენებისას ყოველთვის შიში მიჩნდება და ვუკავშირებ ნერვოზზს, რისი კვლავ განმეორებაც ძალიან რთულია და შესაბამისად ემოციურად ვღებულობ ნებისმიერ წამოტკიებას, რაც რათქმაუნდა ფიქრში მაგდებს და ვერ ვაღწევ ღშირ შემთხვევაში თავს რამოდენიმე დღით.. დიდად დამავალებთ თუ კონკრეტული მითითებით არ შემოიფარგლება თქვენი პასუხი და საიმედო რჩევას ველოდები პატივისცემით თქვენი ერთგული მკითხველი..

პასუხი
- ანტიდეპრესანტის მოხსნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს ნევროლოგმა, არ გირჩევთ ამის დამოუკიდებლად გაკეთებას, თანაც მოხსნისას აუცილებელია დოზების თანდათანობით შემცირება, შემდგომ კი პრეპარატი უნდა ჩანაცვლდეს სხვა ჯგუფის პრეპარატით.
ზოგადად ნევროზისა და დეპრესიის მკურნალობის საკითხი ინდივიდუალურია ყოველი კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში და აქ მრავალ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. ზეპირად კონკრეტულს რცევას ვერ მოგცემთ, თუმცა მთავარს გირჩევთ: ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, მოიწესრიგეთ ცხოვრების წესი, დღის რეჟიმი, ძილი, კვება, გამოიცვალეთ გარემო, რაიმე სიახლე შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
წაიკითხეთ სტატია ჩვენს საიტზე:
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად