მოგესალმებით!ჩემი ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

09-07-2017

-მოგესალმებით!ჩემი ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას და მჭირდება თქვენი რჩევა და გთხოვთ დამეხმარეთ. ხელის გულებზე ხშირად მექერცლება კანი.(ვმუშაობ სამშენებლო მაღაზიაში) ასევე მაქვს თითების დაბლა შუა გულთან არ მისული ყვითლად ნიშნები არვიცი ასე ზუსტად როგორ აგიხსნათ, თუ დაგჭირდებათ ფოტოს გადვაიღებდი და მეილზე გამოგიგზავნიდით, რომ ზუსტად მომცეთ რჩევა.....რა მაზი აღარ ვიხმარე მაგრამ უშედეგოდ. წინასწარ დიდი მადლობა და ბოდიშით შეწუხებისთვის. იმედი მაქ თქვენი, რომ გამომეხმაურებითპატივისცემით- დავით გრიგალაშვილი!

პასუხი
-უნდა დადგინდეს მიზეზი და ისე დაინიშნოს მკურნალობა. თუ მიზეზი სოკოვანი ინფექციაა, მაშინ დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს (ონლაინ რეჟიმში ვერ დავნიშნავთ) სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (გარეგანი და შიგნით მისაღები), თუ მიზეზი არის საამშენებლო მასალებზე კანის რეაქციაა, მაშინ დაუშვებელია ამ მასალებთან კონტაქტი (გამოიყენეთ ხელთათმანები) და კანის მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა დაინიშნოს გარეგან საშუალებები. აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს მაინც (სახელმწიფო დაზღვევით ოჯახის ექიმთან ვიზიტი ხომ უფასოა). ექიმთან ვიზიტამდე კი გირჩევთ - ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად გამოიყენეთ საპნები, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავენ (მაგალითად, დავის ფირმის). ღამე წაისვით ხელებზე დამატენიანებელი კრემი, მალამოებიდან გამოიყენეთ მეთილურაცილისა და A ვიტამინის 1:1 ნაზავი (თითო თითო ტუბიკი მეთილურაცილი და A ვიტამინი აურიეთ ერთმანეთში), დიპროსალიკი. დალეთ აევიტი, კვების რაციონი გაამდიდრეთ გოგრით, ხიზილალით, თევზით, სტაფილოთი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად