რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა. მაინტერესებს, რა იწვევს ადრეულ ოვულაციას? 25 დღიანი ციკლი მაქვს, ოვულაცია 8-9 დღეზე. და თუ უშლის ეს ხელს დაფეხმძიმებას? ვარ 30 წლის. მადლობა წინასწარ
პასუხი
-ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ადრეული ოვულაცია არის აბსოლუტურად ნორმალური ბუნებრივი პროცესი, როცა ის პერიოდულად ფიქსირდება, თუმცა მუდმივად, ფოლიკულის ადრეული გასკდომა(მოუმწიფებელი ფოლიკული) შეიძლება გახდეს უშვილობის მიზეზი. ასე, რომ ადრეული ოვულაცია შეიძლება იყოს როგორც ნორმა, ისე შედეგი ორგანიზმში მიმდინარე რიგი პათოლოგიური პროცესებისა.
ადრეული ოვულაციის შესაძლო მიზეზებია: ჰორმონალური დისბალანსი; რიგი მედიკამენტების მიღება; ვირუსული ინფექციები; არაბალანსირებული კვება; სტრესი, გახანგრძლივებული დეპრესიული მდგომარეობა; მავნე ჩვევები; აკლიმატიზაცია; მძიმე ფიზიკური დატვირთვა; არანორმირებული ვარჯიში; გადაღლა; ძილის რეჟიმის დარღვევა; საკვერცხეები ფუნქციონირების დარღვევა; ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა(აბორტი); ნებისმიერი ანთებითი პროცესი; მშობიარობის შემდგომი უახლოესი პერიოდი.
მქონდა ნაადრევი ოვულაცია. 6 კვირის ვადაზე მივედი ექიმთან და აღმოვჩნდი 8 კვირის ექიმმა მითხრა რომ კალენდარულად არემთხვევა მაგრამ შესაძლოა ასეთი შემთხვევა.მაინტერესებს როგორ მოხდა ეს ანუ მენსტრუაციის დროს ორსულად ვიყავი?