.სულ რაგაც მაწუხებს დავიღალე.ექიმებიც ვერაფერს გებ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
13-05-2017

-გამარჯობა.სულ რაგაც მაწუხებს დავიღალე.ექიმებიც ვერაფერს გებულობენ ქუთაისში.უკვე ყველაფერში ეჭვი მეპარება.სულ მაწუხებდა შეკრულობა და გაზები.5 თვის წინ დამეწყო სწორნაწლავში დისკომფორტი და ტკივილი წიწვნა.შეკრულობის დროს სისხლი მომყვებოდა.ვიყავი ორჯერ პროქტოლოგთან თქვენი რჩევით.ანალური ფოჩი და ნაწიბური გაქვსო.ვიმკურნალე 20 დღე(სანთელი ნატალსიდი.მეთილურაცილი.სელკოსერილისგელი)გადამიარა.მაგრამ მაინც მწიწნის ხოლმე დროდადრო და მტკივა.ეს არ უკავშირდება კუჭში გასვლას.ისე მწიწკნის ხოლმე.მერე მტკიოდა მუცელი.ყრუდ.უფრო მუცლის შუა ნაწილში და მარჯვენა მხარეს.თან მაქვს შებერილი ეს მხარე.ვიყავი გასტროენტეროლოგთან ქუთაისში ვარ.სისხლის ანალიზი კარგია.ამომაჩნდა ჰელიკობაქტერია და ჭიები ლამბლია და ასკარიდა.ასევე მუცლის ღრუს ექოსკოპია ნორმალური.ვიმკურნალე 2 თვე.მაგრამ დროდადრო გადამივლიდა ტკივილი.შეკრულობა აღარ მაქვს.მაგრამ ბოლომდე ვერ ვიცლები.მტკივა ისევ არაძლიერად მუცელი და მარჯვენა მხარეს სულ შებერილია.და კიდევ ორჯერ სამჯერ დროდადრო ამეშალა კუჭი დილით და მერე ისევ ჩვეულებრივად.ვერ გავიგე რა ვქნა მითხარით დამაკვალიანეთ ძალიან მეშინია.კოლონოსკოპია მინდა.იქნებ დავადგინო რა მჭირს.ვარ 5 თვის გათხოვილი და არ დავრჩი ორსულად.რამე ამის მიზეზი ხოარ იქნება?30 წლის ქალი

პასუხი
-უნდა ჩატარდეს განმეორებითი (საკონტროლო) ანალიზი, იმის დასადგენად მკურნალობამ გამოიღო თუ არა შედეგი. გარდა ამისა, უნდა გაკეთდე განავლის ბაქტერიოლოგიური და მიკროსკოპიული გამოკვლევა, ნაწლავების მიკლოფორის შესწავლის მიზნით (http://www.mkurnali.ge/gastroenterologia/2401-2011-02-02-11-54-33.html ). ამის შემდეგ ექიმი გადაწყვეტს რამდენად აუცილებელია კოლინოსკოპია.
თქვენი პრობლემის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას (http://www.mkurnali.ge/gastroenterologia/1004-2009-03-11-12-17-18.html )
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად