გთხოვთ, განმიმარტოთ როგორ იშიფრება კოდი F32 , რა ... | ფსიქიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია

კატეგორია - ფსიქიატრია

11-05-2017

-გთხოვთ, განმიმარტოთ როგორ იშიფრება კოდი F32 , რა შემთხვევაში უდგენენ მას პაციენტს და ეს დიაგნოზი განეკუთვნება თუ არა მძიმე კატეგორიას? მადლობა წინასწარ

პასუხი
-F32 არის მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი. დიაგნოსტირდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1) მინიმუმ ორი შემდეგი ნიშნებიდან: ა) დაავადების განვითარების წინა პერიოდში მკაფიოდ გამოხატული განწყობის დაქვეითება; რომელიც აღინიშნება დღის უმეტეს პერიოდში, თითქმის ყოველდღე, მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში, და მეტწილად დამოუკიდებელია გარე გარემოებებისადმი, ბ) ინტერესის დაკარგვა და მცირედით დაკმაყოფილება. გ) მოტივაციის და ენერგიის დაქვეითება, დაღლილობა.
2) მინიმუმ ორი (ან ერთ-ერთი, თუ არსებობს ყველა 3 ნიშანი პირველი კრიტერიუმიდან:
ა) თავდაჯერებულობის დაკარგვა და დაბალი თვითშეფასება; ბ) უსაფუძვლო ბრალდებები საკუთარი თავის მიმართ ან არაადექვატური დანაშაულის გრძნობა, გ) პერიოდულად განმეორებადი აზრები სიკვდილისა და თვითმკვლელობის, სუიციდური ქცევა; დ) მომავლის მიმართ პესიმისტური განწყობა; ე)სუბიექტურად აღქმული და ობიექტურად დადგენილი ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, თავდაუჯერებლობა, მერყეობა. ვ) სუბიექტური თუ ობიექტური ფსიქომოტორული დარღვევები; ზ)ნებისმიერი სახის ძილის დარღვევა, თ) მადის დაკარგვა ან გაზრდა შესაბამისი სხეულის მასის მომატება.
იმ შემთხვევაში, თუ სომატური სინდრომი არ არის ეპიზოდი კოდირებულია F32.00.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად