, მყავს 9 თვის ბიჭი, ერთი კვირაა ცხვირიდან დაეწყო ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
22-04-2017

-გამარჯობა, მყავს 9 თვის ბიჭი, ერთი კვირაა ცხვირიდან დაეწყო გამონადენი, ხან ბლანტია ყვითელი, ხან წყალივით თხელი, ამოსული აქვს ორი ზედა და ორი ქვედა კბილი, პედიატრმა მითხრა რომ გვერდითი საჭრელი კბილები ემზადება ამოსასვლელად და გამონადენიც ამის ბრალიაო, ვუკეთებდი ინგალაციას ფიზიოლოგიურით და ვაწვეთებდი ნაზივინს, შედეგი არ აქვს, გამონადენი სუნიანი არ არის, არც სიცხე ჰქონია. რას მირჩევთ ვაჩვენო ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს თუ მართლა კბილების ბრალია და გადაუვლის? მადლობა წინასწარ.

პასუხი
-სარძევე კბილების ამოჭრას ყოველთვის თან სდევს მდგომარეობის ცვლილება: ბავშვი ჭირვეულობს, ღიზიანდება, ერღვევა ძილი, დასიებული ღრძილებით ყველა საგანს კბენს. ამ პერიოდში კბილებს მიეწერება ბავშვის ქცევისა და ჯანმრთელობის ყველა თავისებურება -უმიზეზო ტირილიც, ტემპერატურის მომატებაც, ფაღარათიც, სურდოც...
ამ პერიოდში ითრგუნება იმუნური სისტემა და იქმნება პირობები ინფექციის განვითარებისთვის. სწორედ ამის ბრალია სურდოც, დიარეაც, ტემპერატურის მომატებაც. მაგრამ შეცდომაა ყველა პრობლემა სარძევე კბილების ამოჭრას მივაწეროთ.
ამიტომ  ექიმმა-პედიატრმა უნდა შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად