უკვე მე-3 თვეა, რა თქმა უნდა ექიმის მითითებით, ვს... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

18-06-2010

- უკვე მე-3 თვეა, რა თქმა უნდა ექიმის მითითებით, ვსვამ იარინას - მკურნალობის მიზნით, ტესტოსტერონი მაქვს მომატებული და ვუჩივი ციკლის გადაცილებას. მენსტრუაცია, როგორც წესი, გრძელდება 4-5 დღე. მე-6 დღეს, საღამოს მქონდა მეუღლესთან ურთიერთობა, მას შემდეგ, რაც შევამოწმე და აღარ მქონდა გამონადენი. მომდევნო დღეს ჭვალი დამადგა სავარაუდოდ მარცხენა საკვერცხეზე, შიშმა ამიტანა, გარე ორსულობა არ მქონდეს მეთქი. მაინტერესებს, ეს შესაძლებელია იმ ფონზე, როდესაც იარინას ვიღებ და მენსტრუაციის დაწყებიდან მე-6 დღე იყო, უკვე დაწყებული მქონდა წამლის მიღება. თუ ცოტა ავჩქარდი და თავი უნდა შემეკავებინა კიდევ ერთი დღე მეუღლესთან დაწოლისაგან? ძალიან მეშინია, გარე ორსულობა არ აღმომაჩნდეს. კიდევ ერთი ნიუანსია, მენსტრუაციის მოსვლის წინ ყოველთვის მაქვს ფაღარათი, შემდეგ კი საშინელი კუჭის სიმაგრე მივითარდება, შეიძლება ეს მიზეზი ყოფილიყო, რომ ნაწლავი დასწოლოდა საკვერცხეს და დაეთრგუნა? მოგვიანებით შემიმსუბუქდა ეს ტკივილი, როდესაც კუჭის მოქმედება აღმიდგა, თუმცა სუსტად გამოხატული ყრუ ტკივილი მაინც დამრჩა. გთხოვთ, მიპასუხეთ რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყრუ ტკივილი?

პასუხი

პასუხობს ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი: ნანა ჯანელიძე

- ეს ტკივილი ალბათ იყო ნაწლავური კოლიკა. საშვილოსნოსგარე ორსულობის არსებობა გამორიცხულია იმ სიტუაციაში, რომელზეც თქვენ საუბრობთ.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად