ვარ 25 წლის. რაც თავი მახსოვს ოჯახში ძალიან დაძაბუ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

06-04-2017

-ვარ 25 წლის. რაც თავი მახსოვს ოჯახში ძალიან დაძაბული სიტუაციაა. სადაც ვცხოვრობ სახლი და ოჯახი კი არა, ბრძოლის ველია. უკვე 25 წელია ბებია ბაბუისგან (მამაჩემის მშობლებისგან) დისკომფორტი მაქვს. დაბადებიდან დღემდე მოძულებული არ აღიარებული შვილიშვილი ვარ. ბაბუა საერთოდ არ მელაპარაკება და ზედ არ მიყურებს, ბავშვობაში ფეხით მწევდა და მისგან გინება არ მოგვკლებია მე და ჩემს მშობლებს. რაც ყველაზე ცუდია არ გვაქვს საშუალება რომ ცალკე ვიცხოვროთ და გვიწევს მათთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. წლების წინ, მოხდა დიდი ჩხუბი და კამათი იმიტომ რომ მათ არ უნდოდათ ერთად გვეცხოვრა და სახლიდან გვყრიდა. მამაჩემი საკუთარი შვილი ხომ მოიძულა, 20 წელი არ ელაპარაკებოდა, თავის სიძულვილი და ღვარძლი ჩემზეც გადმოიტანა. ერთი სიტყვით, ვერ გვიტანენ და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ რომ ტკივილი მოგვაყენონ. ვცდილობ ყურადღება სხვა რამეებზე გადავიტანო და არ ვიფიქრო მაგრამ ამდენი წლის დაგროვილმა წყენამ, ოჯახურმა კონფლიქტებმა და ნეგატივმა ძალიან დამღალა და გამომფიტა, სახლში მისვლა არ მიხარია, ყველაფრის ხალისი მაქვს დაკარგული, როგორ მოვიქცე საბოლოოდ რომ არ გავგიჟდე....

პასუხი
-იქნებ სცადოთ ბაბუასთან დამეგობრება. დაელაპარაკეთ მას მშვიდად, კეთილგანწყობით, მოიკითხეთ ხოლმე, დაანახეთ სითბო და მზრუნველობა. ალბათ თავიდან არ შეეცვლება თქვენს მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ თუ დროთა განმავლობაში შეიძლება დათბეს ურთიერთობა. თუ არაფერი გამოგივიდათ, მაშინ ან უნდა შეეგუოთ ასეთ ვითარებაში ცხოვრებას და არ მიაქციოთ ყურადღება ან სხვაგან უნდა გადახვიდეთ საცხოვრებლად.
კომენტარები
17 მაისი 2017 13:33
25 წლის მერე რომელ დამეგობრებაზე და საერთო ენაზე არის საუბარი. ეცადე მაქსიმალურად მოერიდო მათთან კონტაქტს და დააიგნორო მათო არსებობა. ასე ნერვებს შეინარჩუნებ.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად