რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ,ბოლო დროს თითქმის სულ სმარტფონში ვუყურებ და ვკითხულობ ყველაფერს,დამეწყო თვალიდან ცრემლდენა.ოდნავ სიწითლეც მაქვს,ვერ ვახერხებ ექიმთან წასვლას და იქნებ მირჩიოთ რამე წვეთები ან ხალხური საშუალებები.მადლობთ
პასუხი
-დიახ, ეს ჩივილები შესაძლოა მართლაც თვალის სიმშრალით იყოს გამოწვეული. ასეთ დროს რეკომენდებულია ყოველ ნახევარ საათში 5-10 წთ-ით მაინც თვალების დასვენება: თვალის ვარჯიში ან რამდენიმე წამით უბრალოდ თვალების დახუჭვა მაინც. მშრალი თვალის სინდრომის მკურნალობა სიმპტომურია; უპირველესად ინიშნება თვალის დამატენიანებელი პრეპარატები, რომლებიც მოქმედების მექანიზმის მიხედვით იყოფა ხანმოკლე და ხანგრძლივი ზემოქმედების პრეპარატებად, უპირატესობა ენიჭება უკონსერვანტო მედიკამენტებს. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ალკონი, სისტეინი, ოფთაგელი...(გამოყენებამდე გაეცანით ანოტაციას), თუ ჩივილი არ მოგეხსნათ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს.