ვარ 25 წლის ბიჭი,მქონდა სასქესო ორგანოსთან სადაც ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

02-04-2017

-გამარჯობა ვარ 25 წლის ბიჭი,მქონდა სასქესო ორგანოსთან სადაც თმა ამოდის კონდოლიმები გამოსული,ერთხელ მოწვის მერე კიდევ გამომივიდა,შემდეგ კიდევ მოვიწვი და ახლა კიდევ მაქვს,დავდიოდი დერმატოლოგ- ვერენოლოგთან,მაქვს გაკეთებული სიფილისის ანალიზი უარყოფითი პასუხით(ანუ არ მაქვს),პარტნიორი ვინც მყავს იმანაც იმკურნალა და არაფერი სჭირს საერთოდ მე კიდევ ისევ გამომივიდადა რისი ბრალი შეიძლება იყოს ?,ვსვავდი ვარტინს და ასე მგონია არ მიშველა,მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს და "კონდილინი" თუ მიშველის რომ მოვიწვა ? რა წამალს მირჩევდით ვარტინის მაგივრად რომ დავლიო?ექიმთან ნუ გამაგზავნით ..მადლობა წინასწარ

პასუხი
-კონდილომა ადამიანის კანისა და ლორწოვანი გარსების დვრილისებრი წანაზარდია. ჩვეულებრივ, კონდილომები იმ ადგილებზე ჩნდება, რომლებიც მუდმივად განიცდის გაღიზიანებასა და ხახუნს. განასხვავებენ ბრტყელ კონდილომას, რომელიც ფართო საფუძველზე, ფეხზე ზის და ყველაზე ხშირად სიფილისის მეორე პერიოდის ან ფრამბეზიის (ტროპიკული სპიროქეტოზი) გამოვლინებაა, და მახვილწვერა კონდილომას, რომელიც ვირუსული (პაპილომავირუსული) წარმოშობისაა. მას ნაწილაკოვანი აგებულება აქვს და ვიწრო ფეხზე ზის. წესისამებრ, ჩნდება გაღიზიანებულ, გამონაყოფებით დაბინძურებულ გარეთა სასქესო ორგანოების კანზე, დუნდულა კუნთებისა და საზარდულის ნაკეცებში, საშარდე არხის გარეთა ხვრელთან, სათესლე ჯირკვლების პარკზე, იშვიათად - ანუსის მიდამოში, ბოქვენზე, იღლიაში, პირის კუთხეში.
ვრცელდება სქესობრივი გზით და ქრონიკულად მიმდინარეობს. თავისთავად თითქმის არასოდეს ქრება. დიაგნოსტირებისას აუცილებელია სპეციალური გამოკვლევები გონორეისა და სიფილისის გამოსარიცხად. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციალიზებულ დაწესებულებაში. აუცილებელია ორივე სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა. ამჟამად არ არსებობს პრეპარატი, რომელსაც შეუძლია, ორგანიზმიდან განდევნოს ან გაანადგუროს სასქესო ორგანოთა პაპილომავირუსული ინფექციის გამომწვევი, ამიტომ მკურნალობა შემოიფარგლება კონდილომების მოცილებით (საამისოდ შემუშავებულია სხვადასხვა მეთოდი: კრიოთერაპია - თხევადი აზოტით მოცილება, კონცეტრირებული მჟავების გამოყენება, ელექტროდანითა და მაღალსიხშირიანი გამოსხივების წყაროთი მიღებული მაღალი ტემპერატურის საშუალებით, ლაზეროთერაპია) და იმუნიტეტის მაკორეგირებელი თერაპიით. აღსანიშნავია, რომ ვირუსმა ნებისმიერ წუთს შეიძლება ახალი კონდილომების გაჩენით შეგახსენოთ თავი. ეს რომ არ მოხდეს, უნდა ჩატარდეს რიგი ღონისძიება, უმთავრესად - იმუნომაკორეგირებელი თერაპიის კურსი, ამისთვის კი საჭიროა იმუნურ სტატუსზე სისხლის ანალიზის გაკეთება და იმუნოლოგის კონსულტაცია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად