დაახლოებით 2 წლის წინ მქონდა შეტევა, თირკმელებში ო... | ნეფროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნეფროლოგია

კატეგორია - ნეფროლოგია

31-03-2017

-დაახლოებით 2 წლის წინ მქონდა შეტევა, თირკმელებში ორივე მხარეს ნალექი და 6 მმ კენჭი მქონდა.მარცხენა თირკმლიდან კენჭი დავბადე,მაგრამ მარჯვენა მხარეს ახლაც მაქვს. ექიმმა მკაცრ დიეტაზე დამაყენა. ამიკრძალა ცხიმიანი და მარილიანი. მხოლოდ ყველაფერს მოხარშულს და უმარილოს ვჭამდი დაახლობიტ 9 თვე. წონაში საგრძნობლად დავიკელი და მუცლის მარცხენა არეში ტკივილები დამეწყო. დიეტას დავაბრალე და ყველაფრის ჭამა დავიწყე. მაგრამ მუცელი ყოველდღე გამუდმებით გაბერილი მაქვს და მტკივა.სპაზმების საწინააღმდეგო წამლები ადრე მშველოდა ახლა ესეც აღარ მოქმედებს. განსაკუთრებით მაშინ მტკივა მუცელი როცა 2 საათიც ისე გავა თუ არ ვჭამე. შემდეგ ცოტა მიჩერდება.ისე მტკივა მუცელი ჰაერის უკმარისობა მაქვს და ვიკეცები.ნოშპის გარეშე ვეღარ ვჩერდები. უკვე აუტანლად მტკივა. სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და ექიმთან კიდევ რამდენიმე თვე ვერ მივალ. გთხოვთ დამეხმაროთ.როგორ მოვიქცე.ბევრ სითხეს ვიღებ.2 ლიტრ წყალს ვსვამ დღეში. ყველანაირი დიეტა ვცადე მაგრამ არაფერმა მიშველა.წინასწარ გიხდით მადლობას

პასუხი
- როგორც ჩანს მჟავიანობა გავთ მომატებული და ამის გამო გტკივათ მუცელი (ანუ გასტრიტს აქვს ადგილი). შეიძლება  12-გოჯას ან კუჭის წყლულთანაც კი გვქონდეს საქმე, მაგრამ ამის ზეპირად დადგენა ძნელია. ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. ჩვენ გირჩევთ, 10 დღე უზმოდ დალიოთ ომეპრაზოლი, ასევე დალიეთ აქტივირებული ნახშირი  1-დან 3 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. დაიცავით დიეტა: კვება სასურველია მცირე ულუფებით, დღეში 6-ჯერ. პროდუქტები იხარშება ან მზადდება ორთქლზე. კერძი უნდა იყოს ფაფის კონსისტენციისა. აკრძალულია: ხორცის, თევზისა და სოკოს ნახარში, ცოცხალი ბოსტნეული და მწვანილი, შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, კონსერვები, შაშხი, პური, მაკარონი, ხორბლისა და ქერის ბურღული, რძემჟავა პროდუქტები, სუნელები, ყავა, კაკაო, შოკოლადი, კანფეტები, პარკოსნები (მუხუდო, ლობიო), ალკოჰოლური სასმელები. ნებადართულია: ბურღულის (ჰერკულესის, მანანის, ბრინჯის) ლორწოვანი წვნიანი, მჭლე ხორცის ორთქლზე მომზადებული სუფლე, მოხარშული კვერცხი, ორთქლზე მომზადებული ომლეტი, საცერში გატარებული ხაჭო, კისელი, წყალში განზავებული ტკბილი (და არა მჟავე) წვენი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად