მყავს 1.9 თვის ბავშვი თვეში ორჯერ უჩირქდება ყელი ... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

25-03-2017

გამარჯობა მყავს 1.9 თვის ბავშვი თვეში ორჯერ უჩირქდება ყელი და აქვს სიცხეები ,ამ ასაკში შეიძლება გლანდების ამოკვეთა?მტელი ზამთარი ეგრეა სულ გაციებულია.ასევე სიცხის ფონზე ორჯერ ჩამივარდა კრუნჩხვებში.გთხოვთ მიპასუხოთ.უკვე გაისაძლის პირობებში ვართ ამ ბავშვის გამო,თვითონაც ძალიან შეცუხებულია

პასუხი
-ნუშურა ჯირკვლები თუ სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას, მაშინ მისი ამოჭრის საკითხი არ დგება. ბავშვობის ასაკში ლიმფური სისტემის ქსოვილი ჰიპერტროფიულია (დიდი ზომისაა), მაგალითად, ნუშურა ჯირკვლები გამოდის სასის რკალებიდან, და ეს პათოლოგიურ მდგომარეობად არ უნდა შეფასდეს, რადგან 1,5-2 წლამდე ასაკის ბავშვებში, როცა ბავშვის ორგანიზმი პირველად დამოუკიდებლად იწყებს ბრძოლას ინფექციების წინააღმდეგ, ნუშურა ჯირკვლები იწყებს გადიდებას მიკრობების წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლის გამო. სწორედ ამ ასაკში ბავშვებში ფიზიოლოგიურად დიდდება ყველა ჯირკვლოვანი ქსოვილი ყელ-ყურის არეში, რაც ხშირად ვლინდება კისრის ლიმფ.ჯირკვლების, ცხვირში ადენოიდების გაჩენით და ნუშურა ჯირკვლების ჰიპერტროფიით.
დაახლოებით 12 წლიდან ნუშურა ჯირკვლები პატარავდება.
თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა, ტონზილექტომა არ ტარდება 3 წლის ასაკამდე, ზოგადად კი სპეციალისტები ცდილობენ ეს ოპერაცია 5 წლის ასაკიდან ჩაატარონ.
გირჩევთ, ოპერაციამდე მკურნალობის არაოპერაციული მეთოდები ამოწუროთ - ჰომეოპათია, ლაზეროთერაპია, ფიზიოთერაპია, ფიტოთერაპია და ა.შ. თუკი პატარას ლარინგოლოგის მიერ დანიშნული კვალიფიციური მკურნალობა არ ჩატარებია.
საკითხს საბოლოოდ წყვეტს სპეციალისტი, ლარინგოლოგი.
და რაც მათავარია, ბავშვის გაკაჟებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნეთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად