ვარ 15 წლის 4 თვეა დიეტაზე ვარ 6-ის მერე არ ვჭამ ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

09-03-2017

-გამარჯობა ვარ 15 წლის 4 თვეა დიეტაზე ვარ 6-ის მერე არ ვჭამ და მაინტერესებს უშლის თუ არა დიეტა სიმაღლეში ზრდას? მადლობა წინასწარ

პასუხი
-რადგან არ ვიცით თქვენი მენიუ(დღის მანძილზე როგორ იკვებებით) ვერ გეტყვით რამდენად დამაზიანებელი იქნება ჯანმრთელობისთვის (ასევე ზრდისთვის)თქვენს მიერ შედგენილი დიეტა(რაც თავისთავად არასწორია, აუცილებლობის შემთხვევაში დიეტა დიეტოლოგის მიერ უნდა იყოს შედგენიილი ინდივიდუალურად).
ეს ასაკი გარდატეხის, სქესობრივი მომწიფების, ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდად ითვლება. წონის მატება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ამ მიზნით საკვების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა უარყოფითად აისახება ზრდის პროცესზე.
მოზარდისთვის მკაცრი დიეტა დაუშვებელია.
უარი თვით სასუსნავებზე, ცხიმიან საკვებზე, გამორიცხეთ ტკბილეული,ტკბილი გაზიანი სასმელი, ცომეული და ღამით კვება. პირველ ეტაპზე ესეც საკმარისი იქნება წონის კლებისათვის. აუცილებელია დაიტვირთოთ ფიზიკურად (დაკავდით თქვნთვის სასურველი სპორტით), კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, მაგრამ აუცილებლად მიიღეთ (ზომიერად) ხორცი და პური. მოზარდი სრულფასოვნად უნდა იკვებებოდეს, მოთხოვნილებისამებრ იღებდეს ვიტამინებსა და მინერალებს. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხილი, ბოსტნეული, ცილებით მდიდარი საკვები: ხორცი(მოხარშული), ხაჭო, თევზი, რძე.
აუცილებელია სამი ძირითადი კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი -და ორი დამატებითი ხილის ხარჯზე. საუზმე მთავარია. ის, რასაც დილით ვიღებთ, განსაზღვრავს მეტაბოლური აქტივობის ტემპს მთელი დღის განმავლობაში. საუზმედ გირჩევთ ბურღულის ფაფას, ცეხვილი პურის ტოსტებს.
სადილად, კარგი იქნება, თუ მიირთმევთ წვნიანს, ბოსტნეულს, ქათმის, ინდაურის თეთრ ხორცს(მოხარშულს).
ვახშამი ყველაზე მსუბუქი უნდა იყოს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად