გთხოვთ დამეხმაროთ სურათის საფუძველზე შედეგების ინტ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
commerce
02-03-2017

-გთხოვთ დამეხმაროთ სურათის საფუძველზე შედეგების ინტერპრეტაციაში. ვიცი რომ აქვს მონონუკლეოზი. რომელ ფაზას მიუთითებს აღნიშნული შედეგები. თუ შესაძლებელია გთხოვთ აღნიშნულის საფუძველზე მომაწოდოთ დეტალური ინფორმაცია.

პასუხი

-კვლევის მონაცემის მიხედვით პაციენტი აქვს მონონუკლეოზი და ინფიცირებიდან გასულია 4 კვირა.

დღეისთვის ინფექციური მონონუკლეოზის ეტიოტროპული მკურნალობა არ არსებობს. ძირითადად ატარებენ პათოგენეზურ და სიმპტომურ თერაპიას.

• დაავადების პირველი 2 კვირის განმავლობაში რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი, განსაკუთრებით გამოხატული სპლენომეგალიის დროს (ელენთის გადიდება)

• ნაჩვენებია ადვილად მოსანელებელი, ვიტამინებით მდიდარი და მაღალკალორიული საკვების და სითხეების მიღება.

• სიმპტომური თერაპია:

- დაავადების მწვავე ფაზაში ატარებენ პირის ღრუს სანაციას ანტისეპტიკური ხსნარებით.

- ცხელების შემთხვევაში გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და აცეტამინოფენი.

- გამოხატული ინტოქსიკაციის დროს ატარებენ ინტრავენურ დეზინტოქსიკაციურ ინფუზურ თერაპიას.

 

EBV ახასიათებს ორგანიზმში პერსისტენცია და ლატენცია. ინფექციური მონონუკლეოზის გადატანის შემდეგ კვირეებისა და თვეების მანძილზე შესაძლოა დარჩეს უძლურება, დაღლილობა, თავის ტკივილი, მიალგია, პერიოდულად ტემპერატურის მატება, ლიმფური კვანძების გადიდება, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, მეტეორიზმი, ანორექსია, ჰეპატოსპლენომეგალია, ცვლილებები სისხლის შრატის ცილოვან ფრაქციებსა და, ზოგჯერ, ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში.

დაავადების ნარჩენი კლინიკური ნიშნები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში უბრუნდება ნორმას განიხილება, როგორც ინფექციური მონონუკლეოზის რეკონვალესცენტური სინდრომი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ინფექციური მონონუკლეოზის რეკონვალესცენტები აყვანილ უნდა იქნან დისპანსერულ მეთვალყურეობაზე, რათა ჩვენების მიხედვით ჩაუტარდეთ სათანადო გამოკვლევები და მკურნალობა. ეს იქნება ინფექციური მონონუკლეოზის ქრონიკული ფორმის პროფილაქტიკის ძირითადი ღონისძიება. დაუშვებელია დაავადებული 6 თვის მანძილზე იყოს სისხლის დონორი.

ქრონიკული და ლატენტური ფორმების მეთვალყურეობა (დისპანსერიზაცია) უნდა გაგრძელდეს წლების მანძილზე, რომ დროულად იქნეს გამოვლენილი ის დამახასიათებელი მძიმე სინდრომები, რომლებიც ქრონიკული და ლატენტური ფორმის რეაქტივაციის დროს გვხვდება. ამ მიზნით, კლინიკურ გამოკვლევებთან ერთად ავადმყოფის სიმძიმის შესაფასებლად და სინდრომის ეპშტეინ-ბარის ინფექციასთან დასაზუსტებლად აუცილებელია ჩაატარონ ყველა არსებული ლაბორატორიული კვლევები.

თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად