ვიცი რომ ახლობესლ აქვს ციტომეგალოვირუსი მის ოჯახში... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
15-02-2017

-ვიცი რომ ახლობესლ აქვს ციტომეგალოვირუსი მის ოჯახში ვიყავით სტუმრად და მაინტერესებს შეიძლება თუ არა ჩვენც გადმოგვედოს რადგან აირ წვეთოვანი გზითაც გადადის

პასუხი
-ციტომეგალოვირუსი  ჰერპეს ვირუსების მსგავსი წარმოშობის ვირუსია. როგორც ჰერპესის ჯგუფის ინფექციები ციტომეგალიაც , არასდროს ტოვებს ორგანიზმს. ისინი გარკვეულ ქსოვილებში მუდმივად არსებობენ. მაგალითად, ციტომეგალოვირუსი სანერწყვე ჯირკვლებში დეპონირდება. დღეს ის ცნობილია, როგორც კოცნით გადამდები დაავადება. დაინფიცირება ხდება ძალიან მარტივად რადგან ის გადაეცემა არამხოლოდ ნერწვის არამედ, სისხლის, შარდის, ვაგინალური სეკრეტის, მკერდის რძის და სპერმის საშუალებით.
დაინფიცირებული პირი შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს ასიმპტომური ვირუსის გადამტანი.
ციტომეგალიის სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია პაციენტის ორგანიზმზე - მისი იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. თუ ორგანიზმი გარკვეული მიზეზის გამო დასუსტდა მოხდება მისი კლინიკური გამოვლინება.
იმის გასარკევად, თუ რამდენად საშიშია ეს ვირუსი ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია მისი ლაბორატორიული ტესტი. ეს ტესტი ადგენს, პროცესი ქრონიკულია თუ მწვავე. მკურნალობა მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ვირუსის არსებობა მწვავე ფორმაში აღმოვაჩინეთ.
დღესდღეობით მსოფლიოში უსიმპტომოდ მიმადინარე ციტომეგალოვირუსულ ინფექციას მკურნალობა არ სჭირდება. გასაკუთრებით არაფრის მომცემია ამ ინფექციის მკურნალობა მისი ქრონიკული ფორმების არსებობის დროს, ანუ როცა ადამიანს აქვს უკვე ანტისხეულები ამ ვირუსის მიმართ იგივე CMV IgG. მაგალითად: ერთ-ერთი კვლევის დროს ფინეთში დაადგინეს, რომ ციტომეგალოვირუსის IgG ანტისხეულები დადებითია: 10-1 2წლის ბავშვებშის 47%-ში; 15-35 წლის ზრდასრულების 68%-ში და 36-60 წლის მოზრდილების 81%-ში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად