, 1 წლის უკან პიველად მოვწიე მარიხუანა, მარტო ვიყა... | ფსიქიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია

კატეგორია - ფსიქიატრია

commerce
11-02-2017

გამარჯობა, 1 წლის უკან პიველად მოვწიე მარიხუანა, მარტო ვიყავი და კაიფით მიღებული თრობის შემეშინდა, გული ამიჩქარდა, დროის შეგრძნება დავკარგე, რამეს რომ ვიტყოდი ცოტა ხნის შემდეგ მესმოდა და პანიკა დამემართა, ნუ ამ ამბიდან 2 კვირაში მეგობრებთან ერთად ვსვამდი ლუდს და ვეწეოდი სიგარეტს და ღამის 4 საათზე დავწექი როცა ვიძინებდი უცბად დავაკვირდი და გული მქონდა აჩქარებული რაც ბუნებრივია, შემეშინდა გამახსენდა ორი კვირის უკანდელი თრობა და დავპანიკდი სასწრაფო გამოვიძახე ნუ მითხრეს არაფერი გჭირსო რო შემომხედეს (არ ვიცი როგორ მიხვდნენ :დ) დამალევინეს დამამშვიდებელი და ცოტათი დავმშვიდდი ნუ ის დღე გავათენე სახლში რომ მივედი დავიძინე და მეორე დღისით დამეწყო პანიკური შფოთვები გარეთ რომ გავდიოდი მეგონა გული გამისკდებოდა, სახეზე ჭიანჭველები დამდიოდა (შეგრძნება მქონდა) გული მიჩქარდებოდა და ერთი სიტყვით ვერ ვიყავი კარგად, შემდეგ მივედი ნერვოლოგთან და იმ ტიპს მოვუყევი ეს ყველაფერი და მეჩხუბა პლანი როგორ მოწიეო, გაბრაზებული სახე ქონდა და ნუ მითხრა გაორება გჭირდაო და ამ დროს ხელები გამიოფლიანდა და სერიოზულად დამსტრესა, გამომიწერა მექსარონის ნემსები როგორც კი წამოვედი საღამოს გამიკეთეს ნემსი და მეორე დღისით დამეწყო საოცარი გაორება, რაც გამოვიკვლიე ინტერნეტში და დეპერსონალიზაცია/დერეალიზაცია ქვია, 1 წელი გავიდა რაც ეს მაქვს, სარკეში ვერ ვიხეებოდი თავიდან, ეხლაც ვიღაც სხვა ტიპს ვხედავ სარკეში, დეპრესია ნერვოზი და ყველაფერი საშინელება მჭირს, რაც მთავარია ვიცი რომ მჭირს, მაგრამ ასოციალური არ გამხადა ამ პრობლემამ მიყვარს ხალხი და მათთან ურთიერობა უბრალოდ დამტანჯა დეპერსონალიზაციამ და შეგიძლიათ მითხრათ თუ სად როგორ ვიმკურნალო? ექიმის საკონტაქტო ნომერი რომ მითხრათ ვისაც აქვს ამ პრობლემასთან ნამუშევარი, დავით ანდღულაძესთან მივედი და არ მომეწონა, თვითონაა ვფიქრობ სამკურნალო :D, ასევე მაინტერესებს იკურნება საერთოდ ეს დაავადება? რომ მითხრან რომ არასდროს გამოვალ ამ პრობლემიდან ალბათ მართლაც თავს მოვიკლავ... იქნებ მირჩიოთ რამე, გთხოვთ 1 წინადადებით არ მომწეროთ :)). ასევე ეს რაღაც მჭირს თუ წაიკითხავთ კარგი იქნება http://www.mkurnali.ge/kithkhva-pasukhi.html?view=question&id=190455 მადლობა წინასწარ!!!

პასუხი
- ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უმრავლესობა ადამიანებისა სხვადასხვა ხარისხის დეპერსონალიზაციას განიცდის; ამის მიზეზი მრავალია: უმრავლეს შემთხვევაში დეპერსონალიზაციას წინ უძღვის რაიმე სახის ფსიქოლოგიური ტრავმა. მისი მიზეზი ასევე  ხშირად არის ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება....
დეპერსონალიზაციას ავადმყოფი ყოველთვის აცნობიერებს და განიცდის.
თქვენ გჭირდებათ მკურნალობა ფსიქიატრის მეთვალყურეობით. ასევე საჭიროა ფსიქოლოგიური სეანსები ექიმ ფსიქოლოგთან. კონკრეტულ მისამართს ჩვენ ვერ მოგცემთ. 
ჩვეულებრივ დეპერსონალიზაცია გაივლის მისი გამომწვევი ფაქტორის მოხსნის შემდეგ ან მოგვიანებით, მაგრამ ზოგჯერ გრძელდება დიდხანს. ასე, რომ უმთავრესია უარი თქვეთ მარიხუანაზე, სხვაგვარად ვერ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან.
კომენტარები
29 მაისი 2018 04:29
gtxovt am komentaris avtori shemexmianos , igive simptomebi makvs da gagiara tu ara da ramden xanshi ? rogor?
11 თებერვალი 2017 17:08
მარიხუანას მის მერე არც მინახავს :))
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად