4 თვის ბიჭს დაბანის დროს ჩუჩას ვუწევდი რო მარილები... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-4 თვის ბიჭს დაბანის დროს ჩუჩას ვუწევდი რო მარილები არ დაგროვებოდა. ორთოპედმა რომ ნახა მითხრა მარტო ეგ არ არის საკმარსი ბოლომდე უნდა გადაუწიო კანიო და იმდენად გადაუწია რომ სისხლი წამოუვიდა. დაგვიბარა 4 დღეში ოპერაციაზე რომ ჩაჭრას? მარგანცოვკით დავუმუშავებ მაგრამ ახლა რომ არ მივიყვანო ჩასაჭრელად რაიმე გართულება შეიძლება მოყვეს?როგორ ჯობია ასეთ დროს მოქცევა? ბავშვის პედიატრს არაფრი უთქვამს გარდა იმისა რომ ოდნავ გადამეწია და მარილებისგან გამეწმინდა

პასუხი
-მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ამ ასაკში არ არის ჩუჩის ჩაჭრის აუცილებლობა; დაბანის დროს ჩუჩა გადაუწიოთ ძალდატანების გარეშე სადამდეც გადადის და გაუსუფთავეთ, ეს საკმარისია.
ამ ეტაპზე ჩაბანისა და კარგად შემშრალების შემდეგ ჩუჩის დაზიანებულ კიდეებზე გამოიყენეთ სინტომიცინის მალამო.
ინფორმაციისთვის! მუცლადყოფნის პერიოდსა და სიცოცხლის პირველ წლებში ვაჟების უმრავლესობას ჩუჩა შევიწროებული აქვს. ეს ფიზიოლოგიური ფიმოზია, რომელიც განპირობებულია არა ჩუჩის ანატომიური შევიწროებით, არამედ ასოს თავზე მისი მიწებებით.
სიცოცხლის პირველ წლებში ფიზიოლოგიური ფიმოზი მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ აუცილებელია ჩუჩისა და ასოს თავის ტუალეტი - რეგულარული გასუფთავება თბილი წყლითა და საპნით.
ბავშვთა უროლოგს (და არა ორთოპედს) უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ შარდვა იქნება მტკივნეული,  შენიშნავთ ჩუჩის სიწითლეს ან შარდვისას ჩუჩა თუ იბერება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად