,ჩემს 3 წლის ბიჭს ეშინია კიბეებზე ასვლა-ჩასვლის და... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

08-02-2017

-გამარჯობა,ჩემს 3 წლის ბიჭს ეშინია კიბეებზე ასვლა-ჩასვლის დამოუკიდებლად,უნდა ხელი მოკიდო,ნერვიულობს და ტირილს იწყებს,რომ ვკითხე რატო ეშინია მითხრა კიბე უზარაზარიაო.ბაღშიც როცა ეზოში გაყავთ მასწავლებელი ხელს კიდებს,მაგრამ თურმე წინასწარ ნერვიულობს და ეკითხება მასწავლებელს ექნება თუარა მუსიკა ( მუსიკის კაბინეტშიც დბალა ჩადიან) და ამბობს ხოლმე რო მუსიკაზე არაფერს არ იმეორებს და არ მოწონს მუსიკა,მე ვფიქრობ ეს იმითაა გამოწვეული რო მუსიკის გაკვეთილიი კიბეებზე ჩასვლასთან არის დაკავშირებული.დღეს იტირა ბაღში არ მინდაო,მეშინია ამის გამი ბაღი არ შეიძულოს.გთხოვთ დამეხმაროთ,მირჩიეთ როგორ დავეხმარო ჩემს შვილს ამ შიშის დაძლევაში,წინასწარ მადლობა.

პასუხი
- კითხეთ ბავშვს თუ რატომ ეშინია კიბეებზე სიარულის. გასაგებია რომ მიზეზად კიბეების სიდიდეს ასახელებს, მაგრამ თქვენ ჩაეკითხეთ და ეგებ გაარკვიოთ, კონკრეტულად რისი ეშინია (დაცემის, კიბეებიდან ჩამოვარდნის). იქნებ ადრე ბავშვი დაეცა კიბეებზე, ან დაინახა (ან ტელევიზორში ნახა) რომ ვინმე დაეცა და ძალიან დაზიანდა. მიზეზის გაგების შემდეგ შეეცადეთ აუხსნათ ბავშვს, რომ მისი შიში უსაფუძვლოა.
არასდროს უთხრათ ბავშვ, რომ იგი მშიშარაა და არ უნდა ეშინოდეს.  პირადი, თუ სხვისი  მაგალითების  მოყოლით შეეცადეთ ნელ-ნელა დაანახოთ, რომ კიბე არ წარმოადგენ საშიშროებას, რომ კიბე ერთგვარი მეგობარიც კი არის, რომ კიბე გარკვეულწილად გვეხმარება სურვილების ასრულებაში (ეზოში სასეიროდ გასვლა, ცირკში თუ ბავშვისთვის საყვარელ სხვა ადგილებში წასვლა).  შეგიძლიათ გამოიყენოთ ნელ-ნელა შეჩვევის მეთოდი - თავიდან სულ ხელმოკიდებული ან  ხელში აყვანილი ატარეთ კიბეებზე  ბავშვი (მასწავლებელსაც სთხოვეთ), შემდეგ   დამოუკიდებლად რამდენიმე საფეხურის ჩასვლა-ამოსვლას მიაჩვიეთ და ასე ნელ-ნელა უმატეთ საფეხურების რაოდენობა.
თუ ვერ გაუმკლავდებით ამ პრობლემას, მაშინ მიიყვანეთ ბავშვი ფსიქოლოგთან.
კომენტარები
19 თებერვალი 2017 18:45
გამარჯობატ მე მყავს 11წლის ბიჯი ეს ერტი კვირაა აწუხებს ტაბროს ხვევები ყოველდგე არა მაგრამ უკვე მესამედ მირხრა ვის უნდა მივმარტო და რისი ბრალი სეიდლება იყოს სხვა არაფერი არც გულის აცჰქარება და არც სხვა რამეარაწუხებს გტხოვტ მიპასუხოტ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად