ბავშვი არის 14 წლლის და არის უნარშეზღუდული ზამთრო... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

04-02-2017

- ბავშვი არის 14 წლლის და არის უნარშეზღუდული ზამთრობით ემართება კოლიტი,მირჩიეთ რაიმე უვნებელი ეფექტური საშვალება , რადგან ბავშვს აქვს შუნტი( თავზე და მუცლის ღუში).

პასუხი
- თუ ბავშვ აქვს დაავადება კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება), მაშინ აჯობებს გასტროენტეროლოგს მიმართოთ. მაგრამ გვრჩება შთაბეჭდილება რომ შეკრულობას გულისხმობთ.
ასეთ შემთხვევაში საჭიროა კვება ბუნებრივი პროდუქტებით, ისეთებით, როგორიც არის საღი მარცვლეული, ცოცხალი წვნიანი ხილი, უმი და სწორად მოხარშული ბოსტნეული. ისინი ნაწლავს ამარაგებენ იმ აუცილებელი ელემენტებით, რომლებიც საჭიროა მისი კუნთების ნაყოფიერი მუშაობისთვის.
<>არ არის რეკომენდირებული ან ჩამოგითვლით საკვებს, რომელიც ასუსტებს პერისტალტიკას და იწვევს შეკრულობას:
>ყოველგვარი ცხელი სასმელი - ჩაი, ყავა, წყალი და სხვა;
>შემკვრელი საშუალებები, რომლებიც შეიცავს ტანინს, კაკაო, წითელი ღვინო;
>შემომგარსველი საშუალებები - ბრინჯისა და ჭვავის ნახარში, კისელი და კარტოფილის ფქვილი, ახალი თეთრი პური, ყოველგვარი ღვეზელი, ფქვილის ნაწარმი, ცხიმიანი ხორცი.
<>შეკრულობისას კარგია პროდუქტებია (ანუ  საფაღარათო მოქმედება ახასიათებს):
-ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს ცივი სასმელები, ნაყინი, თაფლი, რძის შაქარი, საზოგადოდ, შაქრის შემცველი, მაგრამ არა ფქვილოვანი პროდუქტი, ასევე - უხეში მცენარეული საკვები: ჭვავის პური, კანიანი ხილი, მაგარი უჯრედისის შემცველი ბოსტნეული (ჭარხალი, თალგამი, ბოლოკი), ბოსტნეულის წვნიანი, წიწიბურას ფაფა, ორგანული მჟავების შემცველი პროდუქტი: კეფირი, კუმისი, ნაღები, ალუბალი, გარგარი, მოცხარი, პომიდორი, კომბოსტო.
<>მნიშვნელოვანია სულ ცოტა 1, 5 ლიტრამდე სითხის მიღება, სითხის უდიდესი ნაწილი უნდა იყოს წყალი და თუ ეს შესაძლებელია, ვარჯიში ან ფეხით სიარული დღეში (სითხესთან და ვარჯიშთან დაკავშირები კონსულტაცია გაიარეთ ბავშვის ნევროპათოლოგთან).

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად