რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობათ, ვარ 31 კვირის ორსული, მაინტერესებს რამდენი თვის გამოვდივარ ზუსტად? და კიდევ 28 კვირის ვიყავი ეხოზე რომ მივედი და მითხრეს რომ პლაცენტა მომწიფებულია 1 ხარისხში, ანუ ეს რას ნიშნავს? რომ შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს? ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.
პასუხი
-ორსულობის 31 კვირა 7 სამეანო თვეს და 3 კვირას შეესაბამება.
პლაცენტის სიმწიფის ნულოვანი ხარისხი ნიშნავს რომ პალცენტა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, იზრდება და ნორმალურად ფუნქციონირებს. იდეალურ შემთხვევაში ნულოვანი ხარისხი შენარჩუნებული უნდა იყოს ორსულობის 30 კვირამდე. მაგრამ ყოველთვის ასე არ არის და რიგ შემთხვევაში ორსულობის 27-ე კვირიდან, ულტრაბგერითი გამოკვლევით, გამოვლინდება პლაცენტის სიმწიფის პირველი ხარისხი.
ორსულობის ამ ვადაზე პლაცენტის ნაადრევი მომწიფება, ძირითადად, უკავშირდება ქალის მიერ გადატანილ დაავადებებს, ასევე მავნე ჩვევებს: ალკოჰოლის და ნიკოტინის გამოყენება ორსულობის დროს.
თავისთავად, ამ ეტაპზე, პლაცენტის პირველი ხარისხის სიმწიფე არ არის რაიმე განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ნაყოფისთვის, თუმცა როგორც უკვე გითხარით იდეალურ შემთხვევაში, სასურველია სიმწიფის პირველი ხარისხის დიაგნოსტირება ორსულობის უფრო გვიან ვადაებზე - 30-დან - 34 კვირამდე. ამასთან, ორსულობის მიმდინარეობა ფასდება არა მხოლოდ პლაცენტის სიმწიფის ხარისხით, ამიტომ კომპლექსური გამოკვლევისა და შეფასების მიზნით თქვენს გინეკოლოგს უნდა მიმართოთ.