,ვარ 15 წლის. თმის ბოლოები მაქვს საშინლად გაფუჭებუ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

28-01-2017

-გამარჯობა,ვარ 15 წლის. თმის ბოლოები მაქვს საშინლად გაფუჭებული და შეჭრის შემდეგ ისევ ორად მეყოფა. იქნებ რაიმე მედიკამენტი ან ბუნებრივი საშუალება მირჩიოთ...

პასუხი
-თმის ბოლოები უფრო ხშირად იყოფა თუ თმა გრძელია. თმის ბოლოების გაყოფის მიზეზებია: ქრონიკული ინფექციები; ანემიები; პარაზიტული დაავადებები; არაბალანსირებული კვება; A, C, E, B ვიტამინების დეფიციტი; ულტრაიისფერი გამოსხივება; ქლორიანი წყალი; ქიმიური დახვევა; ხშირი ღებვა ამიაკის შემცველი საღებავებით; ფენის არასწორი მოხმარება; უხარისხო სავარცხელი და სხვა.
ასე, რომ პირველ რიგში უნდა გამოირციხოს ანემია და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება.
პარალელურად, საჭიროა თმების გაყოფილი ბოლოების შეჭრა.
თმის დაბანის შემდეგ გაიკეთეთ თმის ნიღაბი (1 კვერცხის გულში ასრისეთ 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ძმარი, 5 - 5 წვეთი A, D და E ვიტამინები), მსუბუქი მასაჟით კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, ნახევარ საათს გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ. ან შეიზილოთ თმებში მაიონეზი და შემდეგ ჩამოიბანეთ. მაგრამ იგი უნდა გაიჩეროთ არა უმეტეს 20 წუთისა, რადგან მაიონეზში შედის მდოგვი, რომელიც დიდხანს გაჩერების შემთხვევაში დააზიანებს თმებს. ასეთი ნიღაბი კვებავს თმას.  გირჩევთ, ფენი აღარ იხმაროთ, შეარჩიეთ რბილი სავარცხელი. იკვებეთ სრულფასოვნად.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად