მოგესალმებით,ვარ 35წლის,მშობიარობის შემდეგ მაწუხებ... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

27-01-2017

-მოგესალმებით,ვარ 35წლის,მშობიარობის შემდეგ მაწუხებს მაღალი წნევა,140_100,140_90ზე,ვსვამ დოპეგიტს ან რაუნატინს,მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ მიწევს,პატარა მყავს ბუნებრივ კვებაზე,რას მირჩევთ?საკეისროს შემდეგ შეიძლება ესე გამოეწვია მაღალი წნევები?ნარკოზით გამიკეთეს თუმცა მე არვიყავი თანახმა,ხერხემალში გაკეთებული გაუმტკივარება არ დადგა და ამიტომ დამჭირდა ნარკოზი,მაპატიეთ თუ კარგად ვერ ავხსენი ჩემი მდგომარეობა,თქვენი დახმარების იმედი მაქვს,როგორ მოვიქცე რომ მაღალმა წნევამ აღარ შემაწუხოს,მადლობთ წინასწარ

პასუხი
-ვფიქრობთ რომ თვითმკურნალობას მიმართვათ რაც არ არის გამართლებული; დაუშვებელია ჰიპერტენზიის როგორც თვითმკურნალობა, ისე საიტიდან "ბრმად" დანიშნულების მიცემა. უნდა ჩატარდეს გარკვეული კვლევები , რათა დაზუსტდეს წნევის მატების მიზეზი, ეფექტური მკურნალობის სქემის შერჩევაც სწორედ მიზეზიდან გამომდინარე ხდება. წნევა არ უნდა აღემატებოდეს 130/85 მმ. ვწყ. სვ. – ს, რათა თავიდან იქნას აცილებული თირკმლის, გულის დაზიანება. ამ მიზნით პაციენტის მდგომარეობას უნდა მართავდნენ ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, შესაძლოა ნეფროლოგი.
(არტერიულ ჰიპერტენზიის დროს უნდა განისაზღვროს: გლუკოზა სისხლში; სრული ლიპიდური სპექტრი; შარდის საერთო ანალიზი; შარდოვანა, კრეატინინი ; ელექტროკარდიოგრაფია; სისხლში კალიუმისა და ნატრიუმის დონე; კოაგულოგრამა. უმრავლეს შემთხვევაში არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.
მსუბუქ შემთხვევებში საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლა, რაც სუფრის მარილის შეზღუდვას, ჭარბი წონის დაკლებას, ალკოჰოლის აკრძალვას და რეგულარულ აერობულ ვარჯიშს გულისხმობს.
უფრო მძიმე შემთხვევაში შესაძლოა თავიდანვე რამდენიმე მედიკამენტით კომბინაციური მკურნალობა იყოს აუცილებელი ამიტომ მდგომარეობის შეფასებისა და დანიშნულების მისაღებად კი პირველ ეტაპზე ოჯახის ექიმს ან კარდიოლოგს მიმართეთ. )
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად