14 წლის ვარ და 1.55, გოგო. ძალიან დაბალი ვარ ? :/... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

23-01-2017

- 14 წლის ვარ და 1.55, გოგო. ძალიან დაბალი ვარ ? :/ და მირჩიეთ რა საშუალებებს მივმართო არადა ტურნიკზე 2 თვე ვეკიდებოდი შედეგი ჯერჯერობით არ მომცა. გვიან ვიძინებ ხოლმე და თუ უშლი ხელს ზრდას ეს? ასევე მეუბნებიან რომ მაღალი არც გაიზრდებიო, შესაძლებელი თუა ჩემს ძმას , მამაჩემს გავუსწრო სიმაღლეში(საშუალო სიმაღლის ). მადლობა:*

პასუხი
- არ არის 14 წლის გოგონასთვის 155 სმ დაბალი სიმაღლე. თანაც ჯერ კიდევ გაიზრდებით, მაგრამ იმას ვერ გეტყვით, თუ რამდენს მოიმატებთ სიმაღლეში. საერთოდ ადამიანის სიმაღლეში ზრდაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს:
<>გენეტიკური- მაღალ მშობლებს შვილებიც უფრო მაღლები ჰყავთ, ვიდრე დაბლებს. მაგრამ ამისათვის აუცილებელ პირობას სწორი კვება წარმოადგენს.
<>ჰორმონალური-ზრდის პროცესში უდიდეს როლს ასრულებს ჰორმონული ბალანსი ( ზრდის ჰორმონი (მის გამომუშავება ხდება ძილში), ჰორმონი სომატოსტატინი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, ტესტოსტერონი).
<>ზრდის ტემპზე მოქმედებს ქრონიკული დაავადებები.
<>არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება;
<>ფსიქოსოციალური ფაქტორი (სიყვარულის და მზრუნველობის დეფიციტის შემთხვევაში ფერხდება ზრდის ჰორმონის გამომუშავება და ბავშვის ზრდის ტემპი დაბალია).
<>ფიზიკური აქტიურობა.
უნდა გითხრათ, რომ ბიჭები 19-20 წლამდე იზრდებიან. გოგონები უფრო ადრე ასრულებენ ზრდას;
თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენეთ შინაგანი რესურსები. ამისათვის მოგცემთ რამდენიმე რჩევას, ანუ გაგაცნობთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ზრდას
>კვება- თითოეული ადამიანი შეგნებულად უნდა მიუდგეს საკუთარ რაციონს. პირველ რიგში გირჩევთ, იკვებოთ სწორად. კვების რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები.
დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა. ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები - კაკალი, კვერცხი, ხაჭო; ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კანფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით.
უთუოდ მიირთვით ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც, რადგანაც ისინი ძვლის ზრდისთვის აუცილებელ შეუცვლელ ამინომჟავებს შეიცავს, ოღონდ ერიდეთ ცხიმს. ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი, ისპანახი, სალათის ფურცლები, მჟაუნა და ასკილის ნაყოფი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში.
ძვლის ზრდას ხელს უწყობს ასევე D ვიტამინი. მას ორგანიზმი მზის სხივების ზემოქმედებით ითვისებს. ამ ვიტამინის უკმარისობა შესაძლოა რაქიტის მიზეზად იქცეს. არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ხაჭოსა და ყველს, რომლებიც კალციუმის შესანიშნავი წყაროა.
ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება
<>სრულფასოვანი ძილი. უნდა ვიცოდეთ აგრეთვე, რომ ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია.
<>სპორტი. გირჩევთ, იაროთ ცურვაზე, ხშირ-ხშირად გააკეთოთ წახტომები და შეეცადეთ მისწვდეთ რაც შეიძლება მაღალ ნიშნულს.
<>არსებობს ასეთი ხალხური საშუალებაც: 25 ცალი ასკილი დაჩეჩქვეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამე, მეორე დილას გადაწურეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა გამოწურული სტაფილო, ერთი ჭიქა გაწურული ჭარხალი, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 2 ცალი გაწურული ლიმონი. ამგვარად მომზადებული ხსნარის დალევას დაიწყებთ რვის ნახევარზე (დილით) და ყოველ საათში სვამთ ერთ ჭიქას. ეს კეთდება თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში. შემდეგ სამი თვე ისვენებთ, შემდეგ ისევ სამჯერ გააკეთებთ სამი თვის განმავლობაში და ასე შემდეგ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად