მყავს წლინახევრის გოგონა. ქვედა საღეჭ კბილზე აქვს... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

19-01-2017

-გამარჯობათ, მყავს წლინახევრის გოგონა. ქვედა საღეჭ კბილზე აქვს სიშავე და რისი ბრალი შეიძლება იყოს ან რა შემიძლია გავაკეთო? წუხილით არ აწუხებს. კბილების ჯაგრისით გამოსუფთავება ამ ასაკად აუცილებელია?მადლობა წინასწარ

პასუხი
-ხშირად კბილებზე შავი ლაქები არის ნადები, რომლის მოცილებაც სირთულეს არ წარმოადგენს. ამას სტომატოლოგი სპეციალური პასტისა და ჯაგრისების საშუალებით აკეთებს.
თუ ლაქების მიზეზი კბილის კარიესული დაზიანებაა, აუცილებელია მისი მკურნალობა და დაბჟენა. პროფილაქტიკის ერთადერთი გზა ჰიგიენა და სრულფასოვანი კვებაა.
ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს რძის ნაწარმი. არ არის სასურველი, ბავშვი მხოლოდ რბილ სურსათს იღებდეს. აუცილებელია ხილისა და ბოსტნეულის ჭამა - ისინი კბილების ერთგვარ მექანიკურ გაწმენდას ახდენენ.
ასევე აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენას, სარძევე კბილებს ისევე უნდა მოვლა, როგორც ძირითადს. მათზე ზრუნვას პირველი კბილის ამოსვლისთანავე უნდა შეუდგეთ. თავდაპირველად ბავშვს კბილები ანადუღარ წყალში დასველებული დოლბანდით უნდა გაუწმინდოთ. არც ენა დაივიწყოთ.
კბილების წმენდას რომ მორჩებით, დოლბანდი გამოცვალეთ და ენაც გაუწმინდეთ. არსებობს სპეციალური ჯაგრისი-მასაჟორიც, რომელიც 3თვიდან 2წლამდე ასაკის პატარებისთვის არის განკუთვნილი. ის ანტიალერგიული რეზინისგან არის დამზადებული და სათითურის ფორმა აქვს, ზედაპირზე კი რამდენიმე რკალად სილიკონის რბილი ჯაგრისებია განლაგებული.
ვრცელი ინფორმაციას ამ თემაზე გაეცანით ჩვენი ვებ გვერდზის მასალიდან "რატომ უნდა მივიყვანოთ ბავშვი სტომატოლოგთან", გადადით ბმულზე
http://www.mkurnali.ge/stomatologia/2674-ratom-unda-miviyvanoth-bavshvi-stomatologthan.html?start=2
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად