ვარ 20 წლის , 4 თვეა გავთხვდი ძალიან გვინდა ბავშვ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

14-01-2017

-გამარჯობათ, ვარ 20 წლის , 4 თვეა გავთხვდი ძალიან გვინდა ბავშვი მაგრამ ჯერ ვერ დავრჩი ფეხმძიმედ , რაღაც მიზეზების გამო სექსუალური აქტი ხშირად არ გვაქვს და მოქმედებს თუ არა ეს დაორსულებაზე თუ სხვა რამე შეიძლება იყოოს ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ძალიან ვნერვიულობ. და როგორ მოვიქცე რომ მალე დავრჩე ფეხმძიმედ ??

პასუხი
-თუ ერთი წლის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის მიუხედავად ორსულობა არ ვითარდება, მაშინ წყვილი ითვლება უშვილოდ და ქალმა უნდა მიმართოს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს, მამაკაცმა კი -ანდროლოგს (თუ სხვა ჩივილები არ აქვს წყვილს).
დაორსულების შანსის გასაზრდელად წყვილებს ეძლევათ რეკომენდაცია ფერტილურ პერიოდში (პერიოდი, როდესაც ქალი შეიძლება დაორსულდეს) დღეგამოშვებით იქონიონ სქესობრივი კონტაქტი (ამ დროს ჩასახვის ალბათობა 22%), თუმცა, ჩასახვის ალბათობის ისეთივე მაღალი პროცენტია წყვილებში, რომლებიც სქესობრივ აქტს ყოველდღიურად ახორციელებენ (25%). იმ წყვილებში კი, ვისაც სქესობრივი ცხოვრება კვირაში მხოლოდ ერთხელ აქვთ, ეს ალბათობა საკმაოდ დაბალია (10%).
ინფორმაციისთვის! ჩასახვისთვი ხელსაყრელი პერიოდი ყოველი ქალისთვის ინდივიდუალურია და ციკლის ხანგრძლიობაზე არის დამოკიდებული, ზოგადად ეს პერიოდი ციკლის შუა პერიოდს ემთხვევა +/_4-5 დღე.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად