, ვარ 14 კვირის ორსუკი 1 კვირაა მაქვს დაბალი სიცხ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

commerce
12-01-2017

- გამარჯობა, ვარ 14 კვირის ორსუკი 1 კვირაა მაქვს დაბალი სიცხეები 36.9, 37, 37.1, და ხანდახან მტკივა საფეთქლები, გავიკეთე სისხლის საერთო, შარდი და შარდის ბაქტერიოლოგია, რომელშიც არაფერი იყო, საბოლოოდ დაადგინეს რომ მაქვს ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, მაინტერესებს ეს დაბალი სიცხეები რამდენად იმოქმედებს ბავშვზე, ექისკოპიით ყველაფერი წესრიგშია, ორმაგი ტესტიც ნორმაშია, ძალიან ვნერვიულობ ამდენი ხანი რომ მქონდა სიცხხეები

პასუხი
- დამშვიდდით, დაბალი სიცხე ორსულობისას ხშირად აღინიშნება ხოლმე, ზოგჯერ უმიზეზოდაც კი და მთელი ორსულობა გრძელდება. უმჯობესი იქნება მცენარეული საშუალებები გამოიყენოთ (სვით ალუბლის, მოცხარის ან ჟოლოს მურაბიანი ცხელ-ცხელი ჩაი), ნუ მიიღებთ ქიმიურ პრეპარატებს ექიმთან შეუთანხმებლად, რადგან ზოგიერთი მათგანი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და უარყოფითად მოქმედებს ნაყოფზე. საერთოდ კი, როცა ორსულს აქვს მსგავსი პრობლემები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს კონსულტაციის ექიმს, რათა დროული და სწორი რეკომენდაციები მიიღოს.
შეიმოწმეთ სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, იზომეთ წნევა, რეგულარულად იარეთ კონსულტაციის ექიმთან.
თუ ექოსკოპიურად ყველაფერი რიგზეა, ბავშვს საფრთხე არ ემუქრება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად