-გამარჯობათ ცოტა არ იყოს ვარ შეშინებული, ვინაიდან მილირების შედეგად თმა დამეწვა ყოველ მესამე დღეს მიწევს თავზე ზეთების და ნიღბების შეზელვა თმებში, ზოგჯერ ისე ვიძინებ და დილით ვიბან ხოლმე, ახლა თავის ტკივილი დამეწყო და ამავდროულად ცხვირი გამეჭედა, მითხრეს რომ სველი თმით დაძინება არ შეიძლება, მაგრამ თავზე ქუდი მაფარია ხოლმე, მითხარით როგორ მოვიქცე რამე სერიოზული ხომ არ ავიკიდე , იქნებ მირჩიოთ რა როგორ გავაკეთო, მადლობა წინასწარ და ცოტა ვგელავ
- თმა უნდა გაიშროთ და ისე დაიძინოთ. თავის ტკივილი ერთ-ერთი ძალიან ფართოდ გავრცელებული სიმპტომია. ის სხვადასხვა მიზეზებთან არის დაკავშირებული, რომელთა შორის უნდა დავასახელოთ სისხლძარღვთა სპაზმიც. სავარაუდოა, რომ სიცივის ზემოქმედებით (სველი თმებით გარეთ გასვლა ან დაძინება იწვევს თავის გაცივებას) ვითარდება სისხლძარღვთა სპაზმური შევიწროება და ამიტომაც გეწყებათ ტკივილი. უნდა მოერიდოთ სიცივის ზემოქმედებას. თუ თავის ტკივილი გაგრძელდება მიმართეთ ნევროპათოლოგს.