რა კარგია რომ არსებობთ. ვარ27 წლისორი შვილის დედა.... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

19-12-2016

-გამარჯობათ,რა კარგია რომ არსებობთ. ვარ27 წლისორი შვილის დედა.ბავშვობიდან მაწუხებს ჰერპესი ტუჩზე (წელიწადში 2ან 3მჯერ) მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია ძალიან გამიხშირდა და თვეშიორჯერაც გამომდის.რაც ძალიან დამთრგუნველია.გარეთ გასვლა აღარ მინდა..უკვე გაუსაძლისია.ძალიან გთხოვთ დანეხმაროთ. მალამოს ვისვამ აციკლოვირს ა თქვენს საიტზე ვნახე წამალი ციკლოვალი და ვიყიდე.როგორ უნდა დავლიო დარამდენი დღე? გუშინ გამომივიდა ტუჩზე 3ადგიას და დღეს კიდევ მეოთხე

პასუხი
-ჰერპესი ქრონიკული ხასიათის დაავადებაა, ანუ მისგან საბოლოოდ განკურნება შეუძლებელია, ჰერპეს ვირუსი რჩება ორგანიზმში და მისთვის სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში (მაგალითად, იმუნიტეტის დაქვეითება, ცხელებით მიმდინარე დაავადებები. განსაკუთრებით პნევმონია, გრიპი, მალარია, სტრესი, მენსტრუცია, ინსოლიაცია, ტუჩების ტრავმა. ზოგჯერ რეციდივის მიზეზი უცნობი რჩება) აქტიურდება. ჰერპესის მკურნალობის არსს წარმოადგენს მისი არააქტიურ ფაზაში გადაყვანა. გირჩევთ იზრუნოთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. ამას უზრუნველყოფს სრულფასოვანი კვება, სრულფასოვანი ძილი და ასევე გირჩევთ დალიოთ იმუნალი 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში.
ზოგადად, მკურნალობის თვალსაზრისით (ანუ ფარულ ფაზაში გადაყვანის თვალსაზრისით) ეფექტურია შინაგანად მისაღები ანტივირუსული პრეპარატები. ანტივირუსული პრეპარატების ადგილობრივ გამოყენებას აზრი არ აქვს - ვირუსი ნერვულ განგლიებში ბუდობს და კანზე წასმული ანტივირუსული საშუალება მას ვერაფერს დააკლებს. თუმცა აუცილებელია დაზიანებული არის სათანადო მოვლა მეორეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად: ხშირი ბანა, ანტისეპტიკური ხსნარებით (ფიზიოლოგიური ხსნარით, უფერო კასტელანით) დამუშავება. ექიმი ნიშნავს ისეთ საფენებს, რომლებიც წყლულებს აშრობს და მათ სწრაფ ეპითელიზაციას (შეხორცებას) უწყობს ხელს.
კომენტარები
30 დეკემბერი 2016 10:31
უღრმესი მადლობა ამომურავი პასუხისათვის.როგორც გითხარით ერთდროულად 4ადგილას მქონდა ტუჩზე ჰერპესი.თქვენს საიტზე ვნახე ანტივირუსული წამალი ჰერპესისსამკურნალო(სახელი დამავიწყდა) და 5 დღე ვსვი დღეში სამჯერ.მასშემდეგ ერთი კვირაც არ გასულა.სულ სამი დღეა ჰერპესი მომიშუშდა და დღეს ვიღვიძებ და ახალ ჰერპესს ვგრძნობ თუჩზე
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად