სარძევე ჯირკვლის კვანძის უბანში აღინიშნება ინვაზი... | ონკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ონკოლოგია

კატეგორია - ონკოლოგია

commerce
16-12-2016

- სარძევე ჯირკვლის კვანძის უბანში აღინიშნება ინვაზიური სადინროვანი კარცინომა. ავთვისებიანობის ხარისხი -3 (სტრუქტურული ატიპია -3; უჯრედული ატიპია -3; მიტოზური აქტივობა -2 (6-7 მიტოზი 10 მხედველობის არეში x40)). ლიოფიდურ სადინრებში ნანახია სიმსივნური ემბოლები. ჯირკვლის დვრილი ჩვეულებრივი ჰისტოლოგიური შენების. შესწავლილი 18 ლიმფური კვანძიდან 6 მათგანში ნანახია ინვაზიური კარცინომის მეტასტაზები. პათომორფოლოგ. დიაგნოზი: სარძევე ჯირკვლის ინვაზიური სადინროვანი კარცინომა G-3 მეტასტაზებით 6 ლიმფურ კვანძში. ჯ.მ.ო კოდი (ICD-0) 8500/3 pT 2 G3 N2 MX იხილეთ ფოტოც. მაინტერესებს რამდენად საშიში დიაგნოზია? პაციენტს მოკვეთეს მკერდი სრულად და იღლიისქვეშა ლიმფური კვანძები. წინასაოპერაციო გამოკვლევებით პაციენტს სხვა ორგანოებზე (ღვიძლი, ფილტვები და ა.შ) გამოკვლევებით რაიმე საშიში არაფერი აღმოუჩენიათ. მთავარი კითხვა: ხამდენად ემუქრება პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე?

პასუხი
- ტეკნიკური ხარვეზის გამო მხოლოდ ახლა ვნახეთ თქვენი შეკითხვა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
აქ დასმული დიაგნოზი რა თქმა უნდა საყურადღებოა. ეს არის ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნე, მესამე სტადია. საინტერესოა ჰისტოქიმიური დიაგნოზი, რის მიხედვითაც ოპერაციის შემდეგ უნდა ჩატარდეს მკურნალობა. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ჰისტოქიმიური პასუხი,  ქიმიოპრეპარატებთან ერთად მკურნალობა ჩატარდება ჰერცეპტინით ან ჰორმონებით.
ასევე აუცილებლად ჩატარდება სხივური თერაპია.
პერიოდულად საჭიროა პროფილაქტიკური კვლევები იმსი დასადგენად, თუ როგორ ხდება სიმსივნური პროცესის კუპირება.
სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინ არის მკურნალობის ეტაპი, რომელიც გონივრულად უნდა წარმართოს ონკოთერაპევტმა. ყველა რეკომენდაცია შეასრულეთ ზუსტად და ყველაფერი კარგად იქნება.
კომენტარები
24 დეკემბერი 2016 11:49
უკვე გვაქვს ჰისტოქიმიური კვლევის პასუხი, რომლის თანახმად ძუძუს ინვაზიური სადინროვანი კარცინომა აგებულია ტრაბეკულური და სოლიდური ზრდის მოდელით. კარცინომული უჯრედები მეტ-ნაკლებად პოლიმორფულია. მათ აქვთ ეოზინოფილური ციტოპლაზმა მომრგვალო ფორმის ბირთვებით და ალაგ გამოეთილი ბირთვაკებით. გვხვდება კრიბრიფორმული სტრუქტურები. აღინიშნება carcinoma in situ Grade 3 უბნების თანაარსებობა. გვხვდება პერინერვული ინვაზია და ინვაზია ლიმფურ სადინრებში. Grade 3. გამოკვლეული 18 ლიმფური კვანძიდან 6-ში ნანახია MTS დაზიანება.ჰისტოქიმიური გამოკვლევა: პროლიფერაციის ინდექსი ki67 = 30%; c-erb B2 ონკოპროტეინის ექსპრესიის შეფასება შეღებვის მოდელი - სუსტი საშუალოინტტენსივობის სრული მემბრაბული შეღებვა 10%ზე მეტ სიმსივნურ უჯრედში c-erb B2 ექსპრესია - სუსტად დადებითი შედეგი - 2+ (ER) ესტროგენის რეცეპტორების სტატუსი ზომიერად დადებითი - შედეგი 180.0 (PR) პროგესტერონის რეცეპტორების სტატუსი მკვეთრად დადებითი - შედეგი 220.0 დასკვნა: ძუძუს ინვაზიური სადინროვანი კარცინომა Grade 3 ICD-0-code 8500/3 ძუძუს კარცინომული უჯრედების იმუნური პროფილი: ER - ზომიერად დადებითი PR - მკვეთრად დადებითი HER2 - სუსტად დადებითი (2+) ki67 = 30%; ცუდი ჰისტოქიმიური პასუხია? Grade 3 რას ნიშნავს? მესამე სტადიას? ზოგადად ასეთი დიაგნოზის მქონე პაციენტები დიდხანს ცოცხლობენ? (რა თქმა უნდა სპეციალისტთა ყველა მითითების შესრულების შემთხვევაში?)
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად