რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 2 წლის გათხოვილი, 2 ჯერ მქონდა ეროზია, აგრეთვე რამდენჯერმე სოკო და ტრიქომონა. ბავშვობიდან მაწუხებს ხშირი გამონადენი, რაც ვერაფრით ვერ მოვირჩინე. გინეკოლოგმა მითხრა, ალბათ უკვე ქრონიკული გაქვსო. ფეხმძიმედ ჯერ არ დავრჩენილვარ, ექოსკოპიაზე ყოველთვის კარგი პასუხები მქონდა. რას მირჩევთ, რა სახის გამოკვლევები გავიკეთო პირველ რიგში?
პასუხი
- საინტერესოა, რომელი დაავადების ქრონიკულობაზე საუბრობდა გინეკოლოგი. თქვენ უნდა მიმართოთ რეპროდუქტოლოგს, რომელიც თქვენი გასინჯვის შემდეგ გადაწყვეტს, თუ რა გამოკვლევების ჩატარება გჭირდებათ და დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ დაგინიშნავთ მკურნალობას. მხოლოდ ექოსკოპიური კვლევით არ შეიძლება ითქვას, რომ ქალი რეპროდუქციულად ჯანმრთელია. გარდა ამისა, გირჩევთ მეუღლემაც მიმართოს ანდროლოგს.