. მეოთხე დღეა გრიპი მაქვს, 39 სიცხით დამეწყო, ხველ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

12-12-2016

-გამარჯობა. მეოთხე დღეა გრიპი მაქვს, 39 სიცხით დამეწყო, ხველა, ყელის ტკივილი და ასე შემდეგ. გაციებისა და გრიპის შემდეგ მითუმეტეს ზამთარში ჰერპესი კი გამომდიოდა ხოლმე მაგრამ ახლა ცხვირის ორივე ნესტოსთან და ტუჩზეც გამომივიდა და ეს ნორმალურია ამდენი ერთად? ვიმუშავებ ფიზიოლოგიური ხსნარით და შემდეგ ვისმევ აციკლოვირის კრემს.

პასუხი
ჰერპესი ქრონიკული ხასიათის დაავადებაა, ანუ მისგან საბოლოოდ განკურნება შეუძლებელია, ჰერპეს ვირუსი რჩება ორგანიზმში და მისთვის სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში (მაგალითად, იმუნიტეტის დაქვეითება, ცხელებით მიმდინარე დაავადებები. განსაკუთრებით პნევმონია, გრიპი, მალარია, სტრესი, მენსტრუცია, ინსოლიაცია, ტუჩების ტრავმა. ზოგჯერ რეციდივის მიზეზი უცნობი რჩება) აქტიურდება.
ჰერპესის მკურნალობის არსს წარმოადგენს მისი არააქტიურ ფაზაში გადაყვანა. ზოგადად, მკურნალობის თვალსაზრისით (ანუ ფარულ ფაზაში გადაყვანის თვალსაზრისით) ეფექტურია შინაგანად მისაღები ანტივირუსული პრეპარატები (ტაბლეტები). ანტივირუსული პრეპარატების ადგილობრივ გამოყენებას აზრი არ აქვს - ვირუსი ნერვულ განგლიებში ბუდობს და კანზე წასმული ანტივირუსული საშუალება მას ვერაფერს დააკლებს. თუმცა აუცილებელია დაზიანებული არის სათანადო მოვლა მეორეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად: ხშირი ბანა, ანტისეპტიკური ხსნარებით (ფიზიოლოგიური ხსნარით, უფერო კასტელანით) დამუშავება, შეგიძლიათ გამოიყენოთ აციკლოვირის მალამო, ლაბილაური ჰერპესი ჩვეულებრივ ერთი კვირა გრძელდება, თუ პროცესი გახანგრძლივდა გირჩვეთ ფერმატოლოგს მიმართოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად